Saturday 5 May 2007

7 მშრალი დღე ...

ძნელია, როცა ერთი კვირის განმავლობაში დასალევს ვერსად დალევ და იყიდი...რაც საქართველოდან წამოვედი იმის მერე ნაკლებად ვსვამ მაგრამ პარასკევს საღამოდან დაწყებული კვირის ჩათვლით აუცილებელი და სავალდებულო წესია მეგობრებთან ერთად ბარების რეიდი...
1-7 მაისი, მაჰინდამ შრი ლანკა ლეგალურად მშრალ ქვეყნად გამოაცხადა..
ამ დღეებში, შრი ლანკა ვესაკს (ყველაზე წმინდა დრო ბუდისტურ კალენდარში) ზეიმობდა. სახელი სინჰალური ენიდან მოდის და ინდურ კალენდარში მეორე თვეს ქვია. ვესაკის ზუსტი თარიღი ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით დგინდება და კუროს სავსემთვარებოას ემთხვევა..
ამ დგეს აღინიშნება ბუდას დაბადების, ნირვანაში გადასვლის და მიძინების დღე...
მთელი ქალაქი ხელნაკეთი ფარნებით არი მორთული და ყველა ღვთისმოსავი ბუდისტი და მიმდევარი თეთრ ტანისამოსში გამოწყობილი ტაძარში მიდის რათა ქებით ადიდონ წმინდა სამების მშვენება: ბუდა, დჰარმა (მისი მოძღვრობა) და სანგჰა (მისი მოციქულები)

ყველას, ვინც კი ტაძარში მიდის მიაქვს ყვავილები, სანთლები და ''ინსენსები'' ბუდას ფეხებთან. ეს სიმბოლური ბოდძება იმის მანიშნებელია რომ ჩვენი სიცოცხლე ისეთ მოკლე დროში დაილევა როგორ დროში დაჭკნება მიტანილი ყვავილები და დაიწვება სანთლები.
გასაკვირი ის არის რომ, ეს თუ ესმით მაშინ რაღა დალევას გრძალავენ?

P. S. სხვათაშორის ამ დღეებში ყველა საქონლის სასაკლაო იხურება და ხორცსაც ვერსად იყიდი. ასე რომ, არჩევანი მხოლოდ ბრინჯსა და ვეგეტარიანულ საჭმელებზე რჩება...

მრავალ ვესაკს დაესწარით!

No comments: