
Wednesday, 6 February 2008
Saturday, 26 January 2008
Saturday, 19 January 2008
Thursday, 20 September 2007
სიკვდილიდან რამოდენიმე მეტრში...
უცებ ერთმა, მთელი სახე და ტანი მიწაში დასვრილმა, ვეფხვმა მოირბინა და ყვირილი დაუწყო ჩემს მძღოლს. აგერ იქნება დაარტყამს… რა ხდება მეტქი.. და შენი ბუნკერში წაყვანა უნდაო... ამბობსო ძალიან საშიში არიო და შენ რამე რომ დაგემართოს მომკლავსო..
საბედნიეროდ, არაფერი ჩამოუგდია მაგრამ იმ ხმაურმა ისე შეგვაშინა რომ ათი წუთი არცერთი არ გავნძრეულვართ…აი ეგრე გავერთე გუშინ…ეხლა მეცინება მაგრამ ძალიან სულელურად მოვიქეცი მაშინ.. მანქანაში ჟავშანჯილეტიც და ჩაპხუტიც მქონდა მაგრამ მაშინ იმაზე არ მიფიქრია… და იმის ნაცვლად რომ დამემალა, ვიდექი და სურათებს (მე-9 სურათი Reuters slideshow) ვიღებდი...
Wednesday, 19 September 2007
Tuesday, 18 September 2007
ცეილონის რაჯაპაქსეს სამეფო
პრეზიდენტის მრჩეველმა ბასილმა შეცვალა მმართველი პარტიის კანონმდებელი რომელიც გასულ კვირას გარდაიცვალა. შრი ლანკის საპარლამენტო სისტემა უფლებას აძლევს პოლიტიკურ პარტიებს დანიშნონ პარლამენტის წევრი არჩევნების გარეშე.
პრეზიდენტის უფროსი ძმა ჩამალი პორტის სამინისტროს ხელმძღვანელობს იმ დროს როცა მესამე ძმა თავდაცვის სამინისტროს მდივანია. ალბათ მალე შრი ლანკის ‘’სოციალისტურ –დემოკრატილული’’ რესპუბლიკა ცეილონის რაჯაპაქსეს სამეფო გახდება…
Wednesday, 12 September 2007
Monday, 10 September 2007
ბუმ უთხრა ცხოველებს: ''ეხლა რადგან ადამიანს ყველაფერი აქვს მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი რასაც ისურვებსო'' ირემმა: ''ადამიანს უკვე აქვს ყველაფერი რაც უნდოდაო და აწი დარდიანი აღარასოდეს იქნებაო''
ბუმ უპასუხა...''არა! მე ადამიანში დიდი ორმო ვნახე.. ღრმა როგორც შიმშილი რომელსაც ვეღარ აავსებ...აი ის არი ის რას მაგას დარდებში აგდებს.. აი ის არი რაც მაგას ანდომინებს..ის არ გაჩერდება და ესე განაგრძობს გამორთმევას სანამ ერთ დღეს სამყარო ეტყვის...'' მეტი აღარა ვარ და არაფერი დამრჩა მისაცემი''
Monday, 27 August 2007
Thursday, 23 August 2007
Saturday, 18 August 2007
Saturday, 11 August 2007
Casablanca al curry ..
მომავალი თვიდან ინდოელი კინემატოგრაფები კასაბლანკას აზიური ვერსიის გადაღებას იწყებენ...1942 წელს, მაროკოში გადაღებულ კლასიკას გაცოცხლებას ინდოეთსა და შრი ლანკაში აპირებენ..როგორც ამბობენ ახალი კასაბლანკა იგივე სცენარით განვითარდება როგორც ორიგინალი ფილმი თუმცა ახალ ფილმში მეორე მსოფლიო ომის ნაცვლად აისახება თამილთა სეპარატისტული ომი…აი ბოგარტის და ინგრიდ ბერგმანის როლს ვინ ითამაშებს ჯერ არ არი ცნობილი.. ფილმი მომავალ წელს გამოვა
Friday, 10 August 2007
Monday, 6 August 2007
6 აგვისტო, 2006 წელი
Monday, 30 July 2007
ბავშვები წინა ხაზზე...
ვეფხვებისადმი სიმპატია შრი ლანკაში ჩამოსვლისთანავე გამიჩნდა მაგრამ ეს ბოლო დრო, დღითი დღე ვრწმუნდები რომ ვეფხვებიც ისეთივე დაუნდობლები არიან როგორც შრი ლანკის მთავრობა. გუშინ კილინოჩჩის (ვეფხვების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ადმინისტრაციული ცენტრი) ცენტრში გავედი სიტუაცია რო მენახა, რა იყიდებოდა და რა არა და ფასები რო გამეგო. ბევრი მაღაზია დაკეტილი აღმოჩნდა საქონლის უქონლობის გამო.
შრი ლანკის მთავრობას ეგრედწოდებული ‘ემბარგო’ აქვს დაწესებული და მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობით აგზავნის საკვებს და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს. საწვავის, სამშენებლო მასალების და სასუქის შემოტანა სასტიკად აკრძალურია... მოკლედ. დავუბრუნდები ჩემს თემას. რამოდიმე მაღაზიაში შევიარე და მოკლე დროში უკან სახლში დავბრუნდი…
სახლში რო მივდიოდი გზაში დავინახე მაღაზია რომელიც კოკა-კოლას (იშვიათია) ყიდიდა.. გავაჩერე…კარები მიხურული ქონდა მაგრამ გამყიდველი შიგნით იყო.. იქვე მდგომ ბიჭუნას შევეკითხე მაღაზია გაღებული იყო თუ არა...იმან, მორცხვად, რაღაცა თამილურად მიპასუხა და შებრუნდა...მიხვდი რომ ინგლისური არ ესმოდა და ისიც მიხვდა რომ ვერც მე გავიგე მაგის ნათქვამი... უცებ ამ ბიჭის ხაკისფერ ქამარს მოვკარი თვალი... ჩემს წინ ვეფხვების ახალგაზრდა კადრი იდგა... ღია ნაცრის ფერის ფართო უჯრედებიანი პერანგი და შავი ფერის ‘მუშის’ სტილის შარვალი ეცვა... ეგეთი ტანისამოცი ვეფხვების ‘ჯარისქალებს’ აცვიათ არა საველე პირობებში... ამან კიდევ უფრო დამაინტერესა და კიდევ რაღაცა შევეკითხე.. უკვე ხელებიც მოვიშველიე...გაიღიმა და ისევ რაღაცა მიპასუხა…
ამ დროს გამყიდველიც მოვიდა სასკოლო რვეულების შეკვრით. გამყიდველმა რვეულებთან ერთად ფული დაუბრუნა... გოგონამ ფული დაითვალა, თვალდახუჭული რაღაც იანგარიშა, გამყიდველს რაღაცა უთხრა და 20 რუპია (1ლარი-65 რუპიაა) გადააწოდა... გამყიდველმა ორი ცალი კანფეტი მისცა…
მიუხედავად გაეროს და სხვა საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციების პროტესტისა ვეფხვები აკრძელებენ არასრულწლოვანი ბავშვების გაწვევას... ყველა ოჯახიდან, გაურკვევლად სქესისა, ერთ წევრს იწვევენ...
Sunday, 29 July 2007
Tuesday, 24 July 2007
...
რაჯაპაკსემ (შრი ლანკის პრეზიდენტი), თავისი იმიჯის გასამყარებლად ბრძანება გასცა რომ გამოეშვათ თავისი პორტრეტის ამსახველი საფოსტო მარკები. დაბეჯდეს ათასობით მარკა და მოძრაობაში გაუშვეს.. რამოდენიმე კვირაში პრეზიდენტს მოახსენეს რომ მარკები უხარისხოა და არ ეწებება კონვერტს...
Monday, 23 July 2007
Thursday, 19 July 2007
აღმოსავლეთის ''განთავსიუფლების'' ზეიმი
დღეს, შრი ლანკის მთავრობა ზეიმით და სამხედრო აღლუმით აღნიშნავს აღმოსავლეთის ''განთავსიუფლებას''...11 ივლისს, მთავრობის ძალებმა დაიკავა ტოპიგალა, ვეფხვების ბოლო ბასტიონი აღმოსავლეთში... ომი ჩრდილოეთისკენ გადადის...
ადგილობრივი არხის კადრები (სინჰალური მიმოხილვა)
Wednesday, 18 July 2007
Tuesday, 17 July 2007
რუვანველი მაჰასეია, ანურადაპურა
Monday, 16 July 2007
Thursday, 12 July 2007
არა მყრალი დურიანი
....სასტუმროში შეტანა სასტიკად აკრძალულია, თვითფრინავზე ატანა დაუშვებელია, მანქანის კაბინაში გადაზიდვა თავს დაგაწყევლინებს... მიუხედავად ამ ყველაფრისა ხახლი გიჯდება ამ ხილზე.. დავაოში, ფილიპინები, ძეგლიც კი დაუდგეს...Monday, 9 July 2007
Wednesday, 4 July 2007
შავი ივლისი....
ყველა სამხედრო და პოლიციელი საგანგებო მდგომარეობაშია მოყვანილი... ამ კვირას თამილთა ვეფხვები ''კარამპულის ანუ შავი ვეფხვების დღეს'' აღნიშნავენ.
5 ივლისს არის ვეფხვებთა პირველი ''კამიკაძე'' იერიშის 20 წლის თავი და ვეფხვები ყოველ ივლისს ''განსაკუთრებულად'' არნიშნავენ...
1987 წლის , 5 ივლისსიდან დღემდე ვეფხვებმა 260-ზე მეტი იერიში განახორციელა..
24 საათიანი საჰაერო მიმოსვლა
Friday, 29 June 2007
აქ ყველა (-ფერი) ტყუის...
გუშინ საღამოს, ფული გამომქონდა Standard Chartered ATM-იდან... ავკრიფე კოდი, მიუთითე თანხა. შეტყობინება: '' დაელოდეთ, თქვენი მოთხოვნა მუშავდება''
ცოტა ხანში, ''გთხოვთ აიღოთ თქვენი ბარათი''.. ავიღე. ''დაელოდეთ თქვენ ფულს''... ასე 5 ..10..15 წუთი.. და ბოლოს ''დიდი მადლობა რომ სარგებლობთ Standard Chartered ბანკის მომსახურებით'' ... და საწყისი გვერდი გამოჩნდა ისევ... ისევ ვსინჯე გამოტანა.. და ისევ ზრდილობიანად '' ვნანობთ , მეტ თანხას ვერ მოგაწვდით''
ცხელ ხაზზე დავრეკე...მითხრეს '' ავტომატი გამართულია და აჩვენებს რომ თქვენ თანხა გატანილი გაქვთ ''. უმტკიცე რომ არ მაქვს გატანილი მეთქი მაგრამ არ დამიჯერეს...
დღეს ბანკში უნდა მივიდე.
Thursday, 28 June 2007
105 მინისტრი...
Monday, 25 June 2007
Thursday, 21 June 2007
Monday, 18 June 2007
Kfir, ლანგუსტები და Akvavit-ი
გი, 61 წლის ფრანგი/დანიელი, (ჩვენი ავიადისპეჩერი) უკვე დიდი ხნის ამდგარი იყო და 1953-ში ბრიტანული კომეტის (პირველი სუპერსონიკი თვითფრინავი) კატასტროფის კადრებს უყურებდა ნაშიონალ გეოგრაფიკზე. ჯესპერი (შვედეთის მაშველთა კორპუსი) ჩვეულებრივად შვედურ კრაკერებს კრაფტ-ოსტტან (კბილის პასტის მაგვარ ტუბიკებშია, შვედური გულის ამრევი ყველის და ბაკონის პასტა) ერთად მიირტმევდა...
მოვრჩი თუ არა ჭამას ჯესპერი მეუბნება ‘წავედი და საღამოს აქ ვიქნებიო არ მინდა რო იცოდეთ სად მივდივარო…ალბათ ხვდებით მაგრამ მაინც არ მინდა რო გითხრათო’.. ადრე, ერთ-ორჯერ ქონდა ნახსენები კუნზულებზე წასვლა რომ უნდოდა მაგრამ რადგან ტურიზმისთვის სიტუაცია არი იყო მეც ვურჩიე რომ არ წასულიყო.. კუნზულებზე წასასვლელად 72 საათით ადრე ნებართვა უნდა აეღო ჯერ ჩემგან და მე ჩრდილოეთის ჯარების სარდალისთვის უნდა მეთხოვა საშვი
მეც არ მინდა მეთქი რო ვიცოდე სად მიდიხარ, მაგრამ კარგი იქნება თუ შენ ოთახში ნაწერს დატოვებ საით აპირებ წასვლას და ის მითხარი როდისთვის დაბრუნდები მეთქი.. მხოლოდ მაშინ, თუ დააგვიანებ, წავიკითხავ იმ ნაწერს მეთქი …დატოვა ნაწერი და წავიდა.. ცოტა ხანი ტელევიზორს უყურე და მე და გი წავედით თევზის ბაზარში ..თერთმეთზე მეთეევზეებთან შეხვდედრა გვქონდა, ლანგუსტები უნდა მოეტანათ… ბოლო დროს, რას სამხედრომ შეზღუდა თევზაობა ნაკლები თევზია ბაზარში…
Kfir, ლანგუსტები და Akvavit-ი ...
ესე ვიარეთ სანამ VHF რადიოზე ჯესპერის ხმა არ გაისმა…’ჩარლი ფოქსტროტ 4 ეს ჯულიეტ ფოქსტროტ 3.2-ია, გთხოვ მიპასუხე''… უპასუხე მაგრამ ეტყობოდა რო ჩვენი არ ესმოდა.. სასწრაფოთ მანქანაში წავედი. იქიდან რომ მეპასუხა…მაგრამ ჟესპერი უკვე ხაზზე არ იყო…ვიცოდი რომ ცუდი არაფერი მოუვიდოდა მაგრამ მეეჭვებოდა სამხდეროებთან რამე შარში არ გახვეულიყო..
დაურეკე პოლკოვნიკ პერერას, CIMIC უფროსს ასე და ასე მეთქი ... მაგრამ სად არი წასული ზუსტად არ ვიცი მეთქი…''მიმართულებას მაინც რო მეტყოდე კარგი იქნებაო'' … სახლში მაქვს ქაღალდზე დაწერილი და 10 წუთში დაგირეკავთ მეთქი... მოვედი სახლში, ჯესპერის მაგიდაზე დაკეცილი ქაღალდი გავხსენი, შიგ წერია: ‘პლიაჟზე წავედი 5-ზე სახლში ვიქნები’'... გადაირია გი - ‘დაანებე თავი… დიდი იდიოტიაო! თუ არ მოვა და იყოს იქო!’ ტელეფონით ამის ახსნას, ვამჯობინე პერერასთან წავსულიყავი.. გიმ წასვლაზე უარი თქვა .. და ლანგუსტის მოხარშვა ამჯობინა ჯესპერის ძებნას…
რომ, მივედი პერერას უკვე ყველა ქვედანაყოფისთვის დარეკილი ქონდა .. წოთა ხანში დაურეკეს -'' ამ და ამ ადგილას არი ერთი უცხოელი დაკავებულიო…არც საშვი აქვს და არც პირადობის დამადასტურებელი არაფერიო.. თანაც თვითფრინავების სურათები აქვს გადაღებულიო'' პერერამ ჯერ მრისხანეთ შემომხედა, მერე გაიღიმა და ‘კიდევ კარგი ვიპოვეთო’ მერე ტელეფონზე ვიღაცას სინჰალურად ელაპარაკა და მითხრა მალე გავაშვებიებო…მაგრამ მეორედ რო განმეორდეს ვერაფერს დაგეხმარებიო.. მეც თავი დავუქნიე, დიდი მადლობები უხადე და წამოვედი სახლში..
გის ლანგუსტები უკვე მოხარშული ქონდა და რაღაც ფრანგულ სოუსს ამზადებდა.. შემოვედი თუ არა გაეცინა და შემეკითხა..’იპოვე ის იდიოტიო?’ ‘კი ვიპოვე, და მალე აქ იქნება მეთქი’. ‘კიდევ კარგი ვახშამი არ წაგვიმწარაო!’ და გააგრძელა მზარეულობა.. მალე ჯესპერიც მოვიდა… არცერთს არაფერი გვიკითხავს და არც იმას უთქვამს არაფერი…
ცოტა ხანში სამივე მაგიდას მიუჯექით.. ჩუმად ვიჯექით და ვჭამდით.. უცებ ჯესპერი ახტა და თავისი ოთახიდან ცივი თეთრი ღვინოთი ხელში დაბრუნდა.. დაგვისხა ღვინო.. ფეხზე ადგა და შვედურად სიმღერა დაიწყო..გიმ თვალებით მანიშნა - ''ცოტა არ არის კარგადო'' მორჩა სიმღერას თუ არა ‘სხოლ’’ წამოიძახა და დალია ... ჩვენც იგივე მივაძახეთ და დავლიეთ..ესე მეორეზე.. მესამეზეც რაგაცეები იმღერა და განაცხადა რომ მხოლოდ ესე ვსვამთ შვედეთშიო…
მე ჩვენ სადრეგრძელოებზე მოვუყევი… გის ეს უფრო მოეცონა.. და რაც გასაკვირი არ უნდა იყოს მიცვალებული ბულგარელი მეგობრის შესანდობარი თქვა…''დღეს ტოდორს დაბადების დღე აქვსო და 61 წლის იქნებოდაო'' ცრემლები წამოუვიდა..''ოთხი თვე ერთად ვიმუშავედ აღმოსავლეთ კაშიმშიო და მახსოვს ახალ წელს, ყინვაში, ორი სანთლით და ერთი ჰეინცის ლობიოს კონსერვით შევხდითო’ ყველაფერი სურეალური იყო..ნახევარი საათის წინ ჯესპერი დაკარგული რო იყო ის ფეხებზე ეკიდა და ეხლა კიდევ მეგობრობაზე ლაპარაკობდა…მაგრამ არ ვიცი...
სუფრა ნელ-ნელა მხიარულ სტადიაში გადავიდა ... უკან დასახევი გზა არ გვქონდა…ჯესპერი ისევ გავიდა და ხელში ათი ცალი ას მილილიტრიანი ბოთლი აკვავიტით-შნაპსით მობრუნდა.. ყველა ათი ბოთლი სხვა და სხვა აკვავიტი იყო..თითოეული ბოთლის ისტორია იცოდა ჯესპერმა…’ბასკა დროპპარით’ (აკვავიტის სახელი) ვიწყებთ.. მერე ‘სკანე’, ‘ლასკო-სლოტს’ ..’ო.პ ანდერსონი’ და ესე დააწყო ყველა ათი ბოთლი... ყველას რაღაც სუნელების სუნი და გემო ქონდა მაგრამ ვინ დაეძებდა სუნს, ჯაფნაში. თანაც დღევანდელი ქუჩის სუნის მერე ყველაფერი სურნელოვანი გვეჩვენებოდა..
’პორსბრაუნვინ’-ზე გიმ ფრანგული ჰიმნი (მეტი არაფერი იცოდა მგონი) დაამღერა.. ''ჰალანდს ფლადერზე'' ''იშო ჩელა აშო ბუსკა'' დავამღერე… შნაპსმა ისეთ ხასიათზე მოგვიყვანა რო კიდევაც დაგვავიწყდა ჯაფნაში რო ვიყავით..
მომდევნო ბოთლის გახსნაზე არტილერიამ სროლა დაიწყო და მალევე რეალობაში დაგვაბრუნა… მეშვიდე ბოთლის მერე არცერთს დაგვილევია..
ცოტა ხანი ვიჯექით და მალევე ჩვენ ოთახებში გავნაწილდით…
Thursday, 14 June 2007
კიდევ ორი კვირით ვრჩები ჟაფნაში..
შრი ლანკის მთავრობას 50 ათასიანი ჯარი ყავს გამაგრებული ჯაფნაში …ვეფხვების ჯარის რაოდენობა ზუსტად არავინ იცის…მხოლოდ ის არი ცნობილი რომ სანამ ეს ბოლო კონფლიქტი დაიწყებოდა (11 აგვისტო, 2007) 15 ათასამდე კარგად გაწვრთნილი კადრები ყავდათ.. ოთხი თვის წინ ვეფხვებმა მობილიზაცია გამოაცხადა; ყველა ოჯახს ერთი წევრი უნდა მიეცა ვეფხვებისთვის...ორი თვის წინ ოჯახიდან ორი წევრის გაწვევა დაიწყეს…ორივე სქესის წარმომადგენლებს იწვევენ, დაწყებული 15 წლის ასაკიდან.
ყველა ფიქრობს რომ ამდენი ჯარისკაცი ვეფხვებს თავდასცვისთვის არ სჭირდება და მალე იერიშზე გადავლენ…თუმცა ჯერ ჯერობით ორივე მხარე ერიდება ფართო-მასშტაბიან ბრძოლებს ჩრდილოეთში… სამხედროების ყველა მცდელობა ჩრდილოეთიდან შეტევისა დიდი დანაკარგით დამთავრდა.. ვეფხვები ჯერ-ჯერობით პარტიზანული ბრძოლებით უფრო მეტ ფიზიკურ და მორალურ ზარალს აყენებენ შრი ლანკის ჯარს..
ფოტო: ვეფხვების პროპაგანდა მულატივუში Sintezo ©
Monday, 11 June 2007
თამილ-ქართული ფრაზები...
შრი ლანკაში ბევრმა იცის ინგლისური და ძალიან ადვილია ადგილობრივი ენების (სინჰალური და თამილური) ცოდნის გარეშე ცხოვრება…მაგრამ აქ, ჯაფნაში, ძალიან იშვიათად ნახავ ინგლისურად მოლაპარაკეს... მითუმეტეს ჩემს ''საყვარელ'' თევზის ბაზარში…ასე რომ მომიწია ცოტა (მაგრამ საკმარისი) თამილურის სწავლა.. გაგიზიარებთ რამოდენიმე ფრაზას:
იპპადი ირუკეენგა? – როგორ ხარ?
ნალლაა ირუკკენ- კარგად. და უცებ მომდევნო წინადადება უნდა დაუმატო...
ენნაალა თამილ პესა მუდიაათუ – არ მესმის თამილური!
ინგლიშ/რაშენ პესუვეენგალა? – ინგლისური/რუსული იცი? (ზოგჯერ გხვდება ხალხი რუსული რო ესმით)
უნგგა პერუ ენნა- რა გქვია?
ენ პერუ სინტეზო- სინტეზო მქვია
ნანდრი-მადლობა
ომომ-კი
ილაილა- არა
მანნიკკანუმ – ერთი წუთი (ყურადღების მიქცევა)
ენნა მანიიჩუდუნგა- ბოდიში (ეს ბაზარში შიშველ ფეხებს რო ვაბიჯებ)
ვარენ – აბა ჰე (ნახვამდის, არაფორმალურად)
ტოილეტ/კაკკუს ენგგა ირუკკუ –ტუალეტი სად არი? (ხშირად დაგჭირდებათ პირველ დღეებში)
ნაან თოლანჯუთენ-დავიკარგე... მერე ქუჩის სახელს ვეუბნები.. (ხელით მაჩვენებენ საით წავიდე)
კოოდუდჰალ -ძვირია
კორანჯადჰუ –იაფია (მაგრამ არასოდეს ვიყენებ)
ნეე ენნაი იემათიგითუ ირრუკირაი- ჰე, მატყუებ!!
ენნაკუ ვირუპამ ილლაი –არ მინდა!
სინკი რაალ - ლანგუსტი
მიინ - თევზი
ჯერ ჯერობით მყოფნის ...სახლს ყოველთვის მოვაგნიე... თევზსაც და ლანგუსტსაც უფრო იაფად ვყიდულობ ვიდრე სხვა ჩემი მეგობარი უცხოელები...
''ნუ დაკლავთ ძროხას, ის წმინდაა...''
თამილურზე აწერია: - ''ნუ დაკლავთ ძროხას, ის წმინდაა''
მათ სჯერათ რომ ძროხის ყველა ნაწილი წარმოადგენს ინდუიზმის გარკვეულ ღმერთს...
მაგალითად, ზურგი წარმოადგენს ბრაჰმას, ინდუსების სამყაროს შემქმნელს .. კისერი ვიშნუს... კუდთან- ლაკშმია, სიმდიდრის ღმერთი, სიტარიანი ღმერთი- სარასვატია, ცოდნის ღმერთი... თავი-შივაა.. ცხვირთან-განეშა.. სხვა დანარჩენი ვინ არიან ვერ ამიხსნეს...
P.S.ინდუსები პატივს სცემენ მაგრამ არ თაყვანისცემენ ძროხას...
Friday, 8 June 2007
კოლომბოდან თამილებს აძევებენ
ზოგიერთმა ადგილობრივმა ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ რეაგირება გააკეთა მაგრამ შრი ლანკაში ბაზირებული საერთაშორისო საზოგადოება ჯერ -ჯერობით ჩუმად არი...
მტრის ჯარისკაცის გაპატიოსნება...
მტრის ჯარისკაცის ეგეტი გაპატიოსნება ძალიან იშვიათად ხდება
ფოტო...
Wednesday, 6 June 2007
Tuesday, 5 June 2007
ჯაფნა დღეს...მკვლელობა შუა დღისას..
ცხედრები ქუჩაში, გაგანია სიცხეში ესვენა სადღაც სამი საათი სანამ ქალაქის მაგისტრმა არ მოიცალა... მოვიდა, ცხედრებს სილუეტები ცარცით შემოხაზა... რაღაცეები გაზომა.... ჩაიწერა... სურათები გადაიღო..
მერე ცხედრები სამხედრო მანქანაში დაასვენეს.. სისხლს რომელიც ქუჩის ერთი მხრიდან მეორე მხარეს იყო გადასული, ქვიშა მოაყარეს.. ყველაფერი ეს სადღაც 10 წუთის განმავლობაში მორჩა ... საქმის გამოძიებაც ამ ფორმალობით მორჩება...
ამ დილით თეთრი ქვიშა გაწითლებული იყო... ათასობით ბუზი დასტრიალებდა იმ ადგილს... ხახლი ისე უვლის ვითომ არაფერი მომხდარიყოს ...
Saturday, 2 June 2007
ევაკუაციის სიმულაცია...
ეს ემელიანე ამ წუთას მომივიდა:ქვეყნის ჩრდილოეთში სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით საგანგებო კრება მოიწვია ამან და ამან და ამ დილის შეხვედრის შედეგათ გადაწყდა:
1) ჩვენი თანამშრობლების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ყველა არქივ-ფაილები უნდა იქნეს გატანილი ყველა მესამე ფაზის ზონიდან 8 ივნისამდე..
2) ყველა მესამე ფაზის ზონაში განლაგებულმა ოფისებმა 6 ივნისამდე უნდა ჩაატარონ ევაკუაციის სიმულაცია: კადრების გადაადგილება საკონცენტრაციო ბანაკში...ოფისიდან ყველა კონფიდენციალური ინფორმაციის გატანა.. ბუნკერში დამალვის ბურღი...
და დაელოდონ ჩვენ მომდევნო რჩევებს...
მაგარ დასაიმედებელ რჩევებს გვაძლევენ...
ერთი თვის წინ გვქონდა ბურღი ბატიკალოაში... საკოორდინაციო კრებაზე უცებ გამოაცხადეს ''გვბომბავენ და ყველა ჩქარა ბუნკერშიო.'' ოცამდე ადამიანმა გავიქეცით ბუნკერისკენ . იქ კი კარები ბოქლომით ჩაკეტილი დაგხვდა და გასაღებს 10 წუთის განმავლობაში ეძებდნენ . ხალხის სახეები უნდა გენახათ. ზოგმა ბურღი სერიოუზულად მიიღო და გული წაუვიდა დროულად ბუნკერში რო ვერ შეაღწიეს...
იმის მერე დავკარგე ამათი იმედი...
ინდუსთა ქორწილი...(დასაწყისი)
ველალა (კასტი) ჰინდუ დედა კარგი კავშირებით და ნათესავებით, ეძებს განათლებულ, დასაქმებულ, კარგი აღნაგობის, მოსიყვარულე, არამწეველ სასიძეს, თავისი უმცროსი 37+ (მგონი პლიუსში იმალება 12 თვე!) წლის (მაგრამ ბევრად უფრო ახალგაზრდათ გამოიყურება) 5’1 სიმაღლის, ლამაზ, თეთრკანიან(!), შავთმიან, ვეგეტარიანელ ქალიშვილისთვის. მუშაობს კონფიდენციალურ მდივნად ერთ-ერთ მოწინავე კომპანიაში…აქვს 45,000 რუპი თვიური შემოსავალი...ასევე გააჩნია 20 აკრი მიწის ნაკვეთი მატარაში. ფლობს კიდევ სხვა და სხვა ქონებას…დას თავისი ბიზნესი აქვს, სიძე პოლიციელელია.. ერთად-ერთი ძმა კანადაში მუშაობს…
გთხოვთ შემოგვეხმიანოთ მხოლოდ სერიოუზული წინადადებებით…(გამოაგზავნეთ თქვენი ჰოროსკოპი-დამღუპველი ჰოროსკოპია: იუპიტერი, 1,2,7,8 სახლების ჩათვლით)
Friday, 1 June 2007
ადი პოსონ პურა პოია...
წუხელ მაისის მორიგი სავსემთვარეობა-ადი პოსონ პურა პოია (სინჰალურზე) იყო... და არა ჩვეულებრივი სავსემთვარეობა არამედ ლურჯმთვარეობა. ლურჯმთვარეობა ძალიან იშვიათად, საუკუნეში მხოლოდ 41 თვეს ხდება...თითქოს ვინ აქცევს ამას ყურადღებას მაგრამ ბევრ რამეზე მოქმედებს თურმე ... ქალები ტკივილით გიჟდებიან.. ივლისში დაბადებულნი ერთი ღამით მგლებათ იქცევიან (გამოცდილი მაქვს)…ცხენები იხოცებიან...თევზები ღრმად წყალში იმალებიან.. შრი ლანკაში დასვენება ცხადდება როგორც ყოველთვის და დასალევი და ხორცი არ იყიდება…
მახსოვს პირველად ესპანელ გოგონას რო უთხარი დღეს პოია დღე არი მეთქი .. გაკვირვებული შემომხედა და '' სად, სად არიო? '' შემეკითხა.. მთელ შრი ლანკაში მეთქი.. ყოველი თვის ერთი დღე პოიას დღე არი და ყველა ისვენებს მეთქი...სახე გაუბრწყინდა....მერე კი გამახსენდა პოია ესპანურად რას ნიშნავდა...მაგრამ უკვე გვიანი იყო...
მომდევნო ლურჯმთვარეობა მხოლოდ 2009 წლის 2 და 31 დეკემბერს არი მოსალდონელი.
Wednesday, 30 May 2007
ინდუსთა ქორწილი... (2)
...ცოტა ხანში ქალის/დედოფლის გაცემის რიტუალი გაიმართა …მღვდელმა ორივე წყვილის მშობლები მიიპატიჟა საცერემონიო ადგილას… რაღაც ლოცვები წარმოთქვა… შარმილას მამამ (ცალ ხელში ქოქოსით და ბეტელის თხილით) დედოფლის ხელები გადასცა მეფეს.…შარმილას დედამ მეუღლეს ხელებზე წყალი გადაავლო, ნიშნად რომ თვითონაც თანახმაა და სუბრას ოქროს ფული დააკავა.. თავად სუბრამ მონეტა მშობლებს გადასცა.. ( მონეტა სიმბოლურად დედოფალს წარმოადგენს.. რადგან ბიჭის მშობლებმა მონეტა მიიღეს ეს იმას ნიშნავს რომ დედოფალიც მიღებულია…)ამის მერე სუბრამ საქორწილო კაბა გადასცა დედოფალს..ცოტა ხანში შარმილა გავიდა და ოქროს ფერებში მოქარგულ საქორწილო კაბაში დაბრუნდა.. ის დამავიწყდა რომ მეთქვა რომ არცერთი მხარე არ იღიმის.. პატარძალი სულ კვემოთ იყურება..
მერე დაიწყო კორონაციის ცერემონის პირველი ნაწილი.. ანთებული ცეცხლი შუაში დადგეს...მეფე-დედოფალმა, მეჯვარეებთან ერთად საათის ისრის მიხედვით სამი წრე შემოუარეს ცეცხლს…შვიდი ნაბიჯი ჩრდილოეთის მიმართულებით გადადგეს და სუბრამ დედოფალს მარჯვენა ფეხის მეორე თითზე ვერცხლის ბეჭედი (მინჯი) გაუკეთა. ისევ შემოუარეს სამჯერ ცეცხლს.. და ბეჭედი მეორე ფეხზეც მოარგო.
ამ ყველაფრის მერე იწყება კორონაციის მეორე ნაწილი …ანუ ოქროს თილისმას (კულონის) გადაცემა დედოფლისთვის, რომელიც კანონით დედოფალმა უნდა ატაროს გულთან სიცოცხლის ბოლომდე …მღვდელმა ისევ ლოცვები ჩაატარა…სუბრამ შარმილას თილისმა დაჰკიდა და შუბლზე (წარბებს შორის) თითით წითელი ბინდი (ნიშანი) დაუსვა.. -რაც გათხოვილი ჰინდუ ქალის ნიშანია…
შემდგომ, წყვილმა ყვავილების გირლანდები გაცვალა და მეფემ დედოფალი მარცხენა მხარეს მოისვა….ცოტა ხანში ყველა სუფრასთან მიგვიპატიჟეს სადაც ექვსი სრულიად განსხვავებული გემოს* კერძი მოგვართვეს... დასალევი კი მხოლოდ მირინდა და იმბირის ლუდი (რომელიც არ გათრობს) იყო..
*თურმე ადამიანი მხოლოდ ექვს გემოს არჩევს..
Monday, 28 May 2007
გუშინ, მანქანა ავიყვანე ცოტა ქალაქს ვისწავლი მეთქი...რომ შემოგვიტიონ ის მაინც ვიცოდე რომელ მხარეს გავიქცეთქო.. ფოტო-აპარატიც თან წავიღე სურათები რო გადამეღო…არც ისე დიდი ქალაქია მაგრამ ისეთი ვიწრო ქუჩები და არეული მოძრაობა აქვს რომ ადვილად დაიკარგები ... ოთხი მთავარი ქუჩა დავამუღამე და კარგი რაღაცეები ვნახე გადასაღებად… ჩამოვედი მანქანიდან და ქუჩაში ფეხით გავიარე…
მხოლოდ ერთი კადრის გადაღება შევძელი. ყველგან სამხედროა.. ფოტოაპარატს რამეს დაუმიზნებ თუ არა შენზეც დამიზნებულია…
დავმალე ფოტოაპარატი და გავაგძელე სიარული... ყველა შენ გიყურებს..'' თეთრი ადამიანი ''ქუჩაში!!!... ორმა ქალმა პატარები მოიყვანა ჩემთან, ხელით რო შეეხოთ.... არ ვიცი რისი ნიშანი იყო მაგრამ ის რო მახსენდება რომ კილინოჩის ზოოპარკში დალმაციელი ძაღლი რომ ყავთ, ცოტა ეჭვები დამებადა რატომ მოყავდათ ეს ბავშვები....
გავაგრძელე ჩემი 'გზა'… ვხედავ ვიღაც ტიპი ხელს მიქნევს.. მეც დაუქნიე გამარჯობის ნიშნად.. იმან კიდევ გააგრძელა.. მეც კიდევ დაუქნიე... ვიფიქრე ნამეტანი გაუხარდა ჩემი დანახვა მეთქი...
ვხედავ.. გზის მეორე მხარეს მეპატიჟება...შევხედე...ხელში ლუდის ბოთლი უკავია...მეთქი კარგად ხო არი ეს ტიპი... ‘’800 რუპი’’ მიყვირის... გამიხარდა ...გადავირბინე.. ოთხი ბოთლი ''Lion'' (შრი ლანკაში ყველაფერი ან ლომია ან ვეფხვი) გამეჩითა.. შევევაჭრე და 2800 რუპიათ (27 დოლარი) მომცა.. ჩემს და იმის სიხარულს საზღვარი არ ქონდა...
სასწრაფოთ უკან მანქანაში !!!
ვხედავ მეორე ტიპი მომსდევს რაღაც ტომრით ხელში... უკვე ვიყიდე და არ მინდა მეთქი ვაჩვენებ ხელით .... არ მომეშვა...
ვაჩვენე აგერ მაქვს მეთქი .. იმან კიდევ თავისი ტომრის გახსნა დაიწყო.... ვხედავ ტომარაში სამი უზარმაზარი ლანგუსტი (კიბო) აქვს... ''მაგარი არიო...ვეფხვ-ლანგუსტი არიო და ძალაინ იაფათო'''
მოკლედ, სამი თითო კილოიანი ვეფხვ-კიბო (!) ვიყიდე ცხრა დოლარად...
მანქანასთან ტიპმა ფასი შემეკითხა.. ექვსად ვიყიდე მეთქი.. დილით ადრე რო მოსულიყავი ოთხ დოლარად იშოვიდიო... მთელი კაიფი დამეკარგა...
... და ესე ვიყავი მთელი ერთი საათი სანამ ლუდი არ გაცივდა და კიბო არ მოიხარშა …
Thursday, 24 May 2007
Quote of the day...
70-იანი წლები ...უგანდა... იდი ამინის დიქტატურა... ფორესტ ვიტაკერი კი განუმეორებელი იდი ამინია...
ერთ-ერთი საუბარი ფილმიდან:
''ნიკოლას... არსებობს რამე კარგი, შენი გაკეთებული??? აფრიკაში ჩამოხვედი თეთრი კაცი რო გეთამაშა! მაგრამ ჩვენ არ ვართ სათამაშო... ჩვენ ნამდვილები ვართ... ეს ოთახი ნამდვილია... ალბათ შენი სიკვდილი პირველი იქნება რაც ოდესმე ნამდვილი დაგემართება...''
ზღვის ვეფხვები უტევენ დელფტის კუნძულს....
ამ დილით ფარშავანგების ყივილმა გამაღვიძა... დილით ადრე ისე ყივიან, დაგაყრუებენ... ბალიში თავზე დავიდევი და გავაგრძელე ძილი... არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა მაგრამ მგონი ძალიან მალე კატუშის სროლამ გამაღვიძა... სამი ორმოციანი მანქანა დაცალეს სადგაც ოც წუთში და მერე თითო თითო ჭურვის სროლით გააგრძელეს მომდევნო ერთი საათი... წინა დღეებშიც ისროდნენ მაგრამ მაშინ მხოლოდ გამავალი ჭურვის ხმა ისმოდა, ამ დილით კი გასროლის და აფეთქების, რას იმას ნიშნავს რომ ბრძოლები ახლოს იყო ....სადღაც შორს ავტომატების ხმაც გაისმოდა... მაგრამ რადგან უკვე მივეჩვიე ასეთ ხმაურს ძილი გავაგრძელე... შვიდზე, sms მოვიდა ჩვენი უშიშროების სამსახურიდან...15-მა ზღვის ვეფხვების (ესეთებიც ყავს თამილთა ვეფხვებს ) ნავმა ''დელფტის'' კუნძულს შეუტია და ბრძოლები მიდისო... ჯაფნაში კომენდანტის საათი გამოცხადდა 18-5 საათამდეო...Monday, 21 May 2007
პირველი დღე ჯაფნაში...
გუშინ ჩამოვფრინდი ჯაფნაში (რუკაზე: ნახევარკუნძული ყვითელ ფერებში, წითელს ზედა ნაწილი) მთავრობის კონტროლირებად თამილთა დასახლებულ ჩრდილოეთში*…სამხედრო ბაზიდან წამოვედი და სამხედრო აეროპორტში ჩამოვფრინდი.. ორივე აეროპორტში სათანადოდ გაგვჩხრიკეს.. სურათის გადაღება მთხოვეს..და რაც საეჭვოდ მიაჩნდათ ყველაფერი ჩამომართვეს…დაწყებული დასალევით…არა და ჟაფნაში დასალევი და საჭმელი არ იშოვება.. მთავრობა ერთგვარ ბლოკადას უწყობს აქაურ თამილებს რათა თამილთა ვეფხვების მხარდაჭერა შეწყვიტონ..ჩამოვფრინდი ჟაფნაში თუ არა სასწრაფოთ გაზეთებით შეფუთულ ფანჯრებიან ავტობუსში ჩაგვსვეს ყველა ერთად და ბაზის გარეთ გაგვიყვანეს რათა არ დაგვენახა შიგ ბაზაში რა ხდებოდა...ბაზიდან გახვალ თუ არა ჯრუანტელი გაგივლის ტანში.. აბსოლუტურად ყველაფერი განადგურებულია…
Sunday, 20 May 2007
ინდუსთა ქორწილი...
ვიფიქრე შაბათს მაინც გამოვიძინებ მეთქი მაგრამ დილის რვის ნახევარზე ტელეფონმა დარეკა.. ‘’ცხრის ნახევარზე გამოგივლით და მზად იყავი… ცხრაზე იქ უნდა ვიყოთო! ’’ იმ წუთას, ის ასტროლოგი რომ მომცა არ ვიცი როგორ გადამირჩებოდა..ცხრას 15 აკლდა ინდუსების კოვილში (ტაძარი) რო მივედით…კოვილთან სამ სართულიან საქორწილო დარბაზში მიგვიპატიჟეს. შესასვლელთან ორი ახალგაზრდა ქალი დაგვხდა. ერთმა, ვერცხლის ლანგარზე ტკბილეულები მოგვართვა... მეორემ კი სარიტუალო საცხებელები (სანდლის ხისგან დამზადებული ფხვნილი, გამომწვარი ძროხის ნაკელის ფერფლი და სინდურის წითელი ფხვნილი) მოგვაწოდა რომელსაც ყველა სტუმარი იცხობდა შუბლზე…’’ჯერ ეს (ნაკელის ფერფლზე) უნდა წაისვა შუბლის გასწვრივ.. მერე მარჯვენა ხელის შუა თითით წარბებს შორის მამაკაცმა ამ ფხვნილის ნიშანი უნდა დაისვას , ქალმა ამისო'' -მითხრა ქალმა.. დავისვი სანდლის ნიშანი და შევედი დარბაზში…
ყველა ქალი ოქროს ფერებში მორთულ ფერად ფერად სარებში იყო ჩაცმული.. მამაკაცები თეთრ ქვედაბოლოში და პერანგში იყვენ…გარეთ მაგრად ცხელოდა და დარბაზშიც სიცხე სწრაფად იწევდა…ყველა ელოდა ქორწილის დაწყებას…მაგრამ ჯერ 9 საათიც არ იყო…
ზუსტად 9:07, წინასწარ გამოთვლილ დროს ‘თოლანი’, ანუ ბიჭის მეჯვარე/დედოფლის ძმა რამოდენიმე წყვილთან ერთად წავიდნენ მეფეს სახლში.. იქ პატარა ცერემონიით მეფეს თურმე თავზე ტურბანი დაახურეს და საქორწილო დარბაზისკენ მოიპატიჟეს..
ქორწილი ზუსტად 9:28 საათზე დაიწყო , როდესაც სუბრამ შემოაბიჯა ფეხი საქორწილო დარბაზში (დარბაზი ითვლება ქალის სახლად).. შემოსასვლელთან დედოფლის მოსამსახურე (ამ შემთხვევაში სუბრას და) დახვდა ხელში დაკეცილი საქორწილო სარით (კაბა) და ზედ ოქროს ყელსაბამით.. შარმილას მშობლები კი ყვავილებით შეეგებენ და ზაფრანის ფერის ყვავილების გირლანდები დაჰკიდეს სიძეს…
მერე თოლანი მოვიდა ვერცხლის ტაშტით და სუბრას ფეხები დაუბანა ნიშნად იმისა რომ ის არი ყველაზე საპატივცემლო სტუმარი... სუბრამ მადლობის ნიშნად მეჯვარეს ბეჭედი აჩუქა
ცოტა ხანში ორი ახალგაზრდა ქალი მოვიდა ხელში ცეცხლით და ეშმაკის განდევნის ცეკვა შეასრულეს... ეს ყველაფერი შემოსასვლელთან ხდებოდა..
Thursday, 17 May 2007
ქორწილი 9:28 საათზე...
ამ დილით დაახლოებით ასეთი შემადგენლობის საქორწილო მოსაწვევი დამხვდა სამსახურში:''ბატონი და ქალბატონი ტიაგარაჯაჰ და ბატონი და ქალბატონი სრისკანდარაჯაჰ გულთბილათ გეპატიჟებით ჩვენი შვილების სუბრამანიამისა და შარმილას ქორწილში რომელიც გაიმართება 19 მაისს, დილის 9:28 (!) საათიდან 11:10 საათამდე, დეჰიველა ნედუმალ სრი ვიშნუ მუურტი დევასტანამის საქორწილო დარბაზში და შემდგომ გელით საქორწილო სადილზე''
ქორწილის დასაწყისი, 9:28 საათზე თურმე ასტროლოგთა გამოთვლით არი ყველაზე ხელსაყრელი დრო ამ წყვილისთვის…ეს დრო რომ დაადგინონ ასტროლოგმა უნდა იცოდეს მეფე-დედოფლის დაბადების ზუსტი დღე, საათი და წუთი...
ეს სპილოსთავიანი ღვთაება განეშა კი მოსაწვევის გარე ყდაზე იყო დახატული…განეშა არი ერთ ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი ღვთაება ინდუიზმში. განეშას თაყვანისცემენ როგორც ყველაფრის დასაწყისის ღმერთს ...
Wednesday, 16 May 2007
საჰაერო თავდაცვის გეგმა..
რადგან მთავრობამ ჯერ კიდევ ვერ შეიმუშავა საჰაერო თავდაცვის გეგმა, ხალხი ასეთი იუმორით იმშვიდებს თავს!სურათზე: კოლომბოს ცენტრი..კინგ კონგი ძველი პარლამენტის სახურავზე...
Tuesday, 8 May 2007
Monday, 7 May 2007
კარუნას ჯგუფში განხეთქილებაა..
მთავრობის მომხრე კარუნას მებრძოლთა ჯგუფში განხეთქილება მოხდა. როგორც ამბობენ, კარუნამ და თავისმა მოადგილემ პილაიანმა ფული ვერ გაიყვეს.. პილაიანი, 150 მებრძოლთან ერთად გაქცეულია ბატიკალოადან ტრინკომალეში.. თავის დროზე (2003) კარუნას იგივე ხასიათის კონფლიქტი მოუვიდა პრაბაკარანთან და ძლივს დააღწია დიდ ვეფხვის რისხვას თავი .. კარუნამ ქვეყნის აღმოსავლეთში შექმნა ახალი, ნაკლებად რადიკალური დაჯგუფება- თამილეელა ხალხთა განთავისუფლების ვეფხვები, რომელსაც მერე კარუნას დაჯგუფება დაერქვა... იმის მერე, კარუნა პრაბაკარანის სამიზნედ გახდა და დიდ ხანს იმალებოდა..მხოლოდ მაჰინდას პრეზიდენტად არჩევის მერე კარუნა ღიად მთავრობის მხარეს გადავიდა... ბოლო ხანებში კი გაძლიერდა ქვეყნის აღმოსავლეთში...მთავრობას ეს ბევრად არ მოსწონდა და აი შედეგი.. როგორც იტყვიან... დაყავი და იბატონე!
PS. პილაიანის ჯგუფი მარტო ვერ გაძლებს...ისევ ნამდვილ ვეფხვებად გახდებიან? ვინ იცის? ამ ამბავს საინტერესო განვითარება მოელის …
მოხიტო თუ ჩეფირი?
ალბათ უსამართლო იქნება შრი ლანკაში, ჩაის ქვეყანაში მოხიტოზე ლაპარაკი და ჩეფირის დავიწყება... ჩეფირს ბევრი ფსიქონავტი უკეთ ხასიათზე მოყავს ვიდრე სხვა ნებისმიერ დასალევს თუ მისაყოლებელს. ნამდვილად არ ვიცი ვინ აღმოაჩინა ჩეფირის რეცეპტი მაგრამ ჩაი როგორც მითი დადის აღმოუჩენია ჩინელ იმპერატორს. ერთ მშვენიერ დღეს ხის ქვეშ მჯდომარე იმპერატორი ცხელ წყალს მიირთმევდა...ამოვარდა ქარი და რამოდენიმე ფოთოლო ჩაუგდო ფინჯანში. ცოტა ხანში წყალი გამუქდა და სურნელოვანი გახდა... გასინჯა იმპერატორმა წყალი (მაშინ ჯერ კიდევ წყალი) და მაგრად გაუსწორდა გემოც და ეფექტიც...ასე გაჩნდა ჩაი!!!Sunday, 6 May 2007
მიგ-29 ''ზლინის'' წინააღმდეგ?
როგორც ჭორები დადიან, შრი ლანკის მთავრობა სასწრაფოდ რუსეთისგან ყიდულობს ორ მიგ-29 თამილთა ავიაციასთან შესარკინებლად... ეს კიდევ ერთი კარგად გათვლილი მთავრობის ხაზნის გაკოტრებაა..Quote of the day...
დღეს მერამდენედ უყურე ''ფიდლერს სახურავზე''... მხოლოდ დღეს დავაკვირდი ამ სიტყვებს...
''...მდიდრებს რომ შეეძლოთ სხვების დაქირავება მათ ნაცვლად რომ მოკვდნენ ჩვენ ღარიბებს კარგი ცხოვრება გვექნებოდა...''
ალბათ შეგვევაჭრებოდნენ...
Saturday, 5 May 2007
Viva Cuba! Viva Mojito!
რადგან გუშინ შანსი არ იყო სადმე რო გავსულიყავით დასალევად, ერთ ერთმა კენიელმა მეგობარმა Cinco de Mayo ფართი გაჩითა...არ აღმოჩნდა რასაც ველოდით, მაგრამ ხელცარიელი სახლში არ წამოვსულვარ.. წუხელ მოხიტოს (გამოითქმება ''მოჰიი-ტოჰ'' )ჰემინგუეის რეცეპტი თვითონ კუბელმა მანდილოსანმა მასწავლა... მაღალ ჭიქაში ჩაყარედ ნახევარი ჩანგლით გასრესილი პიტნის ფოთლები. დაუმატეთ შაქარი და ლიმნის წვენი და კარგად აურიეთ. ჭიქა ყინულით აავსეთ..დაამატეთ რომი..კარგად შეურიეთ და ჭიქა აავსეთ კლუბ-სოდათი. მორჩენილი პიტნა ზედ მოაყარეთ... მეექვსე ჭიქა კარგ ხასიათზე მოგიყვანთ!








უკანა ხედში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი....