Monday 30 July 2007

ბავშვები წინა ხაზზე...

ვეფხვებისადმი სიმპატია შრი ლანკაში ჩამოსვლისთანავე გამიჩნდა მაგრამ ეს ბოლო დრო, დღითი დღე ვრწმუნდები რომ ვეფხვებიც ისეთივე დაუნდობლები არიან როგორც შრი ლანკის მთავრობა.
იმის ჩამოთვლას არ მივყვები ვინ უფრო მეტად არღვევს იმ ადამიანის უფლებებს ვის დამცველად თვითონ მიაქვთ თავი მაგრამ ერთ, პატარა ამბავს მოგიყვებით…
უკვე ერთ კვირაა რაც ვეფხვების კონტროლირებად ტერიტორიაზე (ვანნის ეძახიან) ვარ. ეს მერამდენე ჩამოსვლაა მაგრამ ვეფხვებთან, გარდა ამათი პოლიტიკური ფრთის წარმომადენლებისა, შეხება არ მქონია. ქუჩაში ხშირად ნახავ მაგრამ ერიდებიან დალაპარაკებას და სურათსაც ვერ გადაუღებ.

გუშინ კილინოჩჩის (ვეფხვების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ადმინისტრაციული ცენტრი) ცენტრში გავედი სიტუაცია რო მენახა, რა იყიდებოდა და რა არა და ფასები რო გამეგო. ბევრი მაღაზია დაკეტილი აღმოჩნდა საქონლის უქონლობის გამო.

შრი ლანკის მთავრობას ეგრედწოდებული ‘ემბარგო’ აქვს დაწესებული და მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობით აგზავნის საკვებს და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს. საწვავის, სამშენებლო მასალების და სასუქის შემოტანა სასტიკად აკრძალურია... მოკლედ. დავუბრუნდები ჩემს თემას. რამოდიმე მაღაზიაში შევიარე და მოკლე დროში უკან სახლში დავბრუნდი…

სახლში რო მივდიოდი გზაში დავინახე მაღაზია რომელიც კოკა-კოლას (იშვიათია) ყიდიდა.. გავაჩერე…კარები მიხურული ქონდა მაგრამ გამყიდველი შიგნით იყო.. იქვე მდგომ ბიჭუნას შევეკითხე მაღაზია გაღებული იყო თუ არა...იმან, მორცხვად, რაღაცა თამილურად მიპასუხა და შებრუნდა...მიხვდი რომ ინგლისური არ ესმოდა და ისიც მიხვდა რომ ვერც მე გავიგე მაგის ნათქვამი... უცებ ამ ბიჭის ხაკისფერ ქამარს მოვკარი თვალი... ჩემს წინ ვეფხვების ახალგაზრდა კადრი იდგა... ღია ნაცრის ფერის ფართო უჯრედებიანი პერანგი და შავი ფერის ‘მუშის’ სტილის შარვალი ეცვა... ეგეთი ტანისამოცი ვეფხვების ‘ჯარისქალებს’ აცვიათ არა საველე პირობებში... ამან კიდევ უფრო დამაინტერესა და კიდევ რაღაცა შევეკითხე.. უკვე ხელებიც მოვიშველიე...გაიღიმა და ისევ რაღაცა მიპასუხა…

ამ დროს გამყიდველიც მოვიდა სასკოლო რვეულების შეკვრით. გამყიდველმა რვეულებთან ერთად ფული დაუბრუნა... გოგონამ ფული დაითვალა, თვალდახუჭული რაღაც იანგარიშა, გამყიდველს რაღაცა უთხრა და 20 რუპია (1ლარი-65 რუპიაა) გადააწოდა... გამყიდველმა ორი ცალი კანფეტი მისცა…

გოგონამ, სანამ თავის მოტოციკლეტით დაიძრებოდა, მოკრძალებული ღიმილით სახეზე ორივე კანფეტი გახსნა და ზედიზედ შეჭამა… თვალებით გამოხატული სიამოვნებით და მოქცევით მიხვდებოდი რომ ამ 15-16 წლის გამომყურე გოგონაში უფრო ახალგაზრდა სული იყო…

მიუხედავად გაეროს და სხვა საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციების პროტესტისა ვეფხვები აკრძელებენ არასრულწლოვანი ბავშვების გაწვევას... ყველა ოჯახიდან, გაურკვევლად სქესისა, ერთ წევრს იწვევენ...

Sunday 29 July 2007

Tuesday 24 July 2007

...

ეს ანეგდოტი წუხელ ჩამოსვლისას მომიყვეს...

რაჯაპაკსემ (შრი ლანკის პრეზიდენტი), თავისი იმიჯის გასამყარებლად ბრძანება გასცა რომ გამოეშვათ თავისი პორტრეტის ამსახველი საფოსტო მარკები. დაბეჯდეს ათასობით მარკა და მოძრაობაში გაუშვეს.. რამოდენიმე კვირაში პრეზიდენტს მოახსენეს რომ მარკები უხარისხოა და არ ეწებება კონვერტს...
გაგიჟდა მაჰინდა…გასცა ბრძანება გამოძიება დაეწყოთ…იძიეს, იძიეს მაგრამ ვერაფერი იპოვეს…მოიწვია აზიური ქვეყნების გამომძიებლები და სთხოვა გაერკვიათ რაში იყო საქმე…
ორ კვირაში მოახსენეს: ბატონო მაჰინდა, აბსოულუტურად ყველა შემოწმებულ მარკას გააჩნია წებო, მაგრამ ხალხს განათლება სჭირდება... საქმე იმაშია რომ ხალხი უკანა მხარის ნაცვლად წინა მხარეს ასველებს! (აფურთხებს)...

Monday 23 July 2007

მომხმარებელი გასულია მომსახურეობის ზონიდან

დღეს, ათი დღით ჩრდილოეთში ვეფხვების კონტროლირებად ტერიტორიაზე მივდივარ... მთელი ეს დღეები ტელეფონის და სხვა კომუნიკაციის გარეშე ვიქნები... დავისვენებ და სხვასაც დავასვენებ. იმედი მაქვს საინტერესო ფოტოებით დავბრუნდები...

Thursday 19 July 2007

აღმოსავლეთის ''განთავსიუფლების'' ზეიმი

დღეს, შრი ლანკის მთავრობა ზეიმით და სამხედრო აღლუმით აღნიშნავს აღმოსავლეთის ''განთავსიუფლებას''...

11 ივლისს, მთავრობის ძალებმა დაიკავა ტოპიგალა, ვეფხვების ბოლო ბასტიონი აღმოსავლეთში... ომი ჩრდილოეთისკენ გადადის...

ადგილობრივი არხის კადრები (სინჰალური მიმოხილვა)

Wednesday 18 July 2007

ამ დღეს დაიბადა თათო უგრეხელიძე!!!

Tuesday 17 July 2007

უკომენტაროდ...


ისურუმუნიის ბუდისტ ბერთა მონასტერი, ანურადაპურა


რუვანველი მაჰასეია, ანურადაპურა


სტუპა აშენებულია 161-137 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ბუბულაკარას (ნიშნავს ბურთულას) სტილში რომელიც ძალიან განვრცელებული სტილია შრი ლანკაში

Monday 16 July 2007


დემოგრაფიული ცვლილება ...

ქართველთა რიცხვმა შრი ლანკაში ოთხს მიაღწია!!!

Thursday 12 July 2007

არა მყრალი დურიანი

....სასტუმროში შეტანა სასტიკად აკრძალულია, თვითფრინავზე ატანა დაუშვებელია, მანქანის კაბინაში გადაზიდვა თავს დაგაწყევლინებს... მიუხედავად ამ ყველაფრისა ხახლი გიჯდება ამ ხილზე.. დავაოში, ფილიპინები, ძეგლიც კი დაუდგეს...
მე თვითონ ორი წელიწადი ვარიდებდი თავს, სანამ ერთ მშვენიერ დღეს ძალით არ გამასინჯიეს ფილიპინების ერთ ერთ უნივერსიტეტში... გავსინჯე თუ არა იმ წუთასვე ვინაღვლე ის დაკარგული ორი წელიწადი… წამოვედით იმ უნივერსიტეტიდან თუ არა მძღოლი პირდაპირ ბაზარში წავიყვანე...იმ დღიდან დურიანს გვერდს ვერ ვუვლი..

და აი დურიანის სეზონი დადგა შრი ლანკაშიც.. სავსეა ქუჩები.. ყველგან დურიანის სუნია.. და სუნი აქვს! ვერ გეტყვით.. მყრალი .. ძალიან მყრალი.. მაგრამ როგორც კი ოდნავ გასინჯავ სუნს ვერ გრზნობ..’ჯოჯოხეთური სუნი და ღვთაებრივი გემო აქვსო’ ამბობენ.. და გემო მართლაც არაჩვეულებრივი აქვს... ნუშის, ნივრის, გუდის ყველის მაგვარი, ტკბილი გემო.. რაც უფრო მეტს ჭამ უფრო მეტი გინდება..

ნაყოფი კი სადღაც 3 კილოგრამამდე აღწევს და ეკლებით არი დაფარული (დურიანი მალაიზიურად ეკლიანს ნიშნავს).. ხილი დაყოფილია ხუთ განყოფილებად რომელშიც ‘კრემის’ ფერი რბილი გულია მოთავსებული....

ხო.. იმასაც ამბობენ რომ მალაიზიელელმა ბოტანიკოსებმა უსუნო ჯიში გამოიყვანესო…

Wednesday 4 July 2007

შავი ივლისი....

ყველა სამხედრო და პოლიციელი საგანგებო მდგომარეობაშია მოყვანილი... ამ კვირას თამილთა ვეფხვები ''კარამპულის ანუ შავი ვეფხვების დღეს'' აღნიშნავენ.

5 ივლისს არის ვეფხვებთა პირველი ''კამიკაძე'' იერიშის 20 წლის თავი და ვეფხვები ყოველ ივლისს ''განსაკუთრებულად'' არნიშნავენ...

1987 წლის , 5 ივლისსიდან დღემდე ვეფხვებმა 260-ზე მეტი იერიში განახორციელა..

იერიშთა ჩამონათვალი აქ იხილეთ...

24 საათიანი საჰაერო მიმოსვლა

პირველი ივლისიდან შრი ლანკამ განაახლა 24 საათიანი საჰაერო მიმოსვლა... ჟერ-ჯერობით ავიაკომპანიებს ფრენის განრიგი არ შეუცვლია ...