...ცოტა ხანში ქალის/დედოფლის გაცემის რიტუალი გაიმართა …მღვდელმა ორივე წყვილის მშობლები მიიპატიჟა საცერემონიო ადგილას… რაღაც ლოცვები წარმოთქვა… შარმილას მამამ (ცალ ხელში ქოქოსით და ბეტელის თხილით) დედოფლის ხელები გადასცა მეფეს.…შარმილას დედამ მეუღლეს ხელებზე წყალი გადაავლო, ნიშნად რომ თვითონაც თანახმაა და სუბრას ოქროს ფული დააკავა.. თავად სუბრამ მონეტა მშობლებს გადასცა.. ( მონეტა სიმბოლურად დედოფალს წარმოადგენს.. რადგან ბიჭის მშობლებმა მონეტა მიიღეს ეს იმას ნიშნავს რომ დედოფალიც მიღებულია…)ამის მერე სუბრამ საქორწილო კაბა გადასცა დედოფალს..ცოტა ხანში შარმილა გავიდა და ოქროს ფერებში მოქარგულ საქორწილო კაბაში დაბრუნდა.. ის დამავიწყდა რომ მეთქვა რომ არცერთი მხარე არ იღიმის.. პატარძალი სულ კვემოთ იყურება..
მერე დაიწყო კორონაციის ცერემონის პირველი ნაწილი.. ანთებული ცეცხლი შუაში დადგეს...მეფე-დედოფალმა, მეჯვარეებთან ერთად საათის ისრის მიხედვით სამი წრე შემოუარეს ცეცხლს…შვიდი ნაბიჯი ჩრდილოეთის მიმართულებით გადადგეს და სუბრამ დედოფალს მარჯვენა ფეხის მეორე თითზე ვერცხლის ბეჭედი (მინჯი) გაუკეთა. ისევ შემოუარეს სამჯერ ცეცხლს.. და ბეჭედი მეორე ფეხზეც მოარგო.
ამ ყველაფრის მერე იწყება კორონაციის მეორე ნაწილი …ანუ ოქროს თილისმას (კულონის) გადაცემა დედოფლისთვის, რომელიც კანონით დედოფალმა უნდა ატაროს გულთან სიცოცხლის ბოლომდე …მღვდელმა ისევ ლოცვები ჩაატარა…სუბრამ შარმილას თილისმა დაჰკიდა და შუბლზე (წარბებს შორის) თითით წითელი ბინდი (ნიშანი) დაუსვა.. -რაც გათხოვილი ჰინდუ ქალის ნიშანია…
ამ დროს ერთერთმა ნათესავმა ქოქოსი შუაში გახლიჩა ! (როგორც ამიხსნეს უსისხლო მსხვერპლის ნიშნად; ქოქოსის წვენი/წყალი თურმე სიყვარულის ნიშანია...თეთრი გული სიწმინდისა და გახლეჩილი ქოქოსი ეგოიზმის დამარცხების…)
შემდგომ, წყვილმა ყვავილების გირლანდები გაცვალა და მეფემ დედოფალი მარცხენა მხარეს მოისვა….ცოტა ხანში ყველა სუფრასთან მიგვიპატიჟეს სადაც ექვსი სრულიად განსხვავებული გემოს* კერძი მოგვართვეს... დასალევი კი მხოლოდ მირინდა და იმბირის ლუდი (რომელიც არ გათრობს) იყო..
შემდგომ, წყვილმა ყვავილების გირლანდები გაცვალა და მეფემ დედოფალი მარცხენა მხარეს მოისვა….ცოტა ხანში ყველა სუფრასთან მიგვიპატიჟეს სადაც ექვსი სრულიად განსხვავებული გემოს* კერძი მოგვართვეს... დასალევი კი მხოლოდ მირინდა და იმბირის ლუდი (რომელიც არ გათრობს) იყო..
ორზე უკვე სახლში ვიყავი…
*თურმე ადამიანი მხოლოდ ექვს გემოს არჩევს..
გუშინ, მანქანა ავიყვანე ცოტა ქალაქს ვისწავლი მეთქი...რომ შემოგვიტიონ ის მაინც ვიცოდე რომელ მხარეს გავიქცეთქო.. ფოტო-აპარატიც თან წავიღე სურათები რო გადამეღო…
გუშინ ჩამოვფრინდი ჯაფნაში
ვიფიქრე შაბათს მაინც გამოვიძინებ მეთქი მაგრამ დილის რვის ნახევარზე ტელეფონმა დარეკა.. ‘’ცხრის ნახევარზე გამოგივლით და მზად იყავი… ცხრაზე იქ უნდა ვიყოთო! ’’ იმ წუთას, ის ასტროლოგი რომ მომცა არ ვიცი როგორ გადამირჩებოდა..
ამ დილით დაახლოებით ასეთი შემადგენლობის საქორწილო მოსაწვევი დამხვდა სამსახურში:
რადგან მთავრობამ ჯერ კიდევ ვერ შეიმუშავა საჰაერო თავდაცვის გეგმა, ხალხი ასეთი იუმორით იმშვიდებს თავს!
უკანა ხედში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრი....






