Thursday 20 September 2007

სიკვდილიდან რამოდენიმე მეტრში...

ეს დღეები ვეფხვების კონტროლირებად ტერიტორიაზე ვიმყოფები...ამ დილით პროექტის მონიტორინგზე გავედი მძღოლთან ერთად... ვიარეთ სადღაც ოცი წუთი და ვხედავ ხალხი ხელებს ცას უშვერს .. რა ხდება მეთქი ვეკითხები მძღოლს ... არ ვიცი, მგონი შრი ლანკის ავიაცია არიო....ხშირად შემოდის ავიაცია ვეფხვების ტერიტორიაზე მაგრამ უფრო ძღვის სანაპიროებს ბომბავენ სადაც ვეფხვების ბანაკებია განთავსებული... ეს კიდევ ვეფხვების ტერიტორიის შუა გული იყო და ვიფიქრე ალბათ მანევრებს აკეტებენ მეტქი... არა და ამ დილით უკვე გრძნობა მქონდა რომ რაღაცა მოხდებოდა... გავაგრძელეთ გზა.. და უცებ მაგარი ხმაური... ჩვენს თვალს ცინ ბომბი ჩამოაგდო თვითფრინავმა.. გადმოვხტით მანქანიდან თუ არა მეორე ბომბი ჩამოვარდა უფრო ახლოს... რატომღაც იმის ნაცვლად რომ შემშინებოდა კამერა ავიღე და დაუწყე გადაღება... ვეფხვების ჯარისკაცები რომელნიც ახლოს იყვნენ ჩვენი მანქანისკენ გამოიქცნენ თავის შესაფარად...
ორ წუთში სადღაც ოცამდე ვეფხვი შეიკრიბა ჩემს მანქანასთან იმის იმედით რომ ჩემს მანქანას შრი ლანკის ავიაცია არ დაბომბავდა..ამან კიდევ უფრო შემაშინა მაგრამ გასაქცევი არსად იყო.. წინ ბომბები უკან კიდევ ვეფხვების ბანაკები..
უცებ ერთმა, მთელი სახე და ტანი მიწაში დასვრილმა, ვეფხვმა მოირბინა და ყვირილი დაუწყო ჩემს მძღოლს. აგერ იქნება დაარტყამს… რა ხდება მეტქი.. და შენი ბუნკერში წაყვანა უნდაო... ამბობსო ძალიან საშიში არიო და შენ რამე რომ დაგემართოს მომკლავსო..
დაწყნარე, მე თვითონ ვიცი სად უნდა დავიმალო სად არა თქო... თითქოც ბევრი არჩევანი მქონოდა ისე, რომელ ბუნკერში, სად მეთქი? ჩვენ (ვეფხვების) ბუნკერშიო..
ღია მინდორში უფრო მშვიდად ვგრძნობდი თავს ვიდრე იმათ ბუნკერში და უარი ვუთხარი..
ამ დროს ვხედავთ MIG-29 მოფრინავს ზუსტად ჩვენს პირდაპირ… მორჩა, დამთავრდა მეტქი... ყველაფრისთვის მზად ვიყავი!
ერთხელ შემომხედა და ეს ჩემი ‘დამცველი’ ვეფხვი გაიქცა დიდი ხისკენ და იქიდან ატეხა ყვირილი... თურმე ყვირის 'ჩქარა აქეეეეთო!!
ავიხედე.. ვხედავ დაბლა იწევს MIG-ი.. იმ წუთასვე, რეგბისტები ხომ გინახავთ ლელო გატანის დროს როგორ სრიალებენ მიწაზე აი ზუსტად ისე გავსრიალდი ასფალტზე და პირდაპირ ხის ძირში აღმოვჩნდი…
ეს ათეულ წამში მოხდა…MIG-ი უკვე ჩვენ თავს ზედ იყო მაგრამ უკვე ისე დაბლა რომ ნიშანის ჩანდა.. ვწევარ მიწაზე და ველოდები აფეთქებას… და საშინელი დაუმთავრებელი ხმაური!!!!!!!!!
საბედნიეროდ, არაფერი ჩამოუგდია მაგრამ იმ ხმაურმა ისე შეგვაშინა რომ ათი წუთი არცერთი არ გავნძრეულვართ…აი ეგრე გავერთე გუშინ…ეხლა მეცინება მაგრამ ძალიან სულელურად მოვიქეცი მაშინ.. მანქანაში ჟავშანჯილეტიც და ჩაპხუტიც მქონდა მაგრამ მაშინ იმაზე არ მიფიქრია… და იმის ნაცვლად რომ დამემალა, ვიდექი და სურათებს (მე-9 სურათი Reuters slideshow) ვიღებდი...
მოგვიანებით შრი ლანკის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია თითქოს თვითფრინავემბა ზუსტი დარტყმით გაანადგურეს ვეფხვების მიწისქვეშა იარაღის საწყობი, როდესაც ბომბი ჩამოვარდა დასახლებულ ზონაში.. ექვსი ადამიანი დაიჭრა ამ იერიშის შედეგად... BBC news

Tuesday 18 September 2007

ცეილონის რაჯაპაქსეს სამეფო

შრი ლანკის პრეზიდენტმა მაჰინდა რაჯაპაქსემ, გუშინ თავისი უმცროსი ძმა პარლამენტის წევრად გახადა, რითაც კიდევ უფრო გაიმყარა თავისი ძალა-უფლება..
პრეზიდენტის მრჩეველმა ბასილმა შეცვალა მმართველი პარტიის კანონმდებელი რომელიც გასულ კვირას გარდაიცვალა. შრი ლანკის საპარლამენტო სისტემა უფლებას აძლევს პოლიტიკურ პარტიებს დანიშნონ პარლამენტის წევრი არჩევნების გარეშე.
პრეზიდენტის უფროსი ძმა ჩამალი პორტის სამინისტროს ხელმძღვანელობს იმ დროს როცა მესამე ძმა თავდაცვის სამინისტროს მდივანია. ალბათ მალე შრი ლანკის ‘’სოციალისტურ –დემოკრატილული’’ რესპუბლიკა ცეილონის რაჯაპაქსეს სამეფო გახდება…

Monday 10 September 2007

....და იჯდა ადამიანი მარტოდ მარტო ღრმა დარდში გახვეული... ყველა ტყის ცხოველი ახლოს მივიდა და უთხრეს: ’’ ჩვენ არ გვინდა შენ დარდიანი გხედავდეთ...რაც გინდა ის გვთხოვე და გექნებაო..'' ადამიანმა უპასუხა: ‘’ მინდა კარგი მხედველობა მქონდეს!’’ არწივმა: ’’ჩემი გქონდესო..’’ ადამიანმა - '' მინდა ძლიერი ვიყოო'' ლომმა..''ჩემი სიძლიერე გქონდესო..'' ადამიანმა- ''მინდა ვიცოდე დედამიწის ყველა საუდუმლოო'' გველმა '' მე გაჩვენებო''..და ასე გაგრძელდა და გაგრძელდა ყველა ცხოველთან... და როდესაც ადამიანმა ყველაფერი მიიღო რაც უნდოდა, იგი წავიდა.....

ბუმ უთხრა ცხოველებს: ''ეხლა რადგან ადამიანს ყველაფერი აქვს მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი რასაც ისურვებსო'' ირემმა: ''ადამიანს უკვე აქვს ყველაფერი რაც უნდოდაო და აწი დარდიანი აღარასოდეს იქნებაო''

ბუმ უპასუხა...''არა! მე ადამიანში დიდი ორმო ვნახე.. ღრმა როგორც შიმშილი რომელსაც ვეღარ აავსებ...აი ის არი ის რას მაგას დარდებში აგდებს.. აი ის არი რაც მაგას ანდომინებს..ის არ გაჩერდება და ესე განაგრძობს გამორთმევას სანამ ერთ დღეს სამყარო ეტყვის...'' მეტი აღარა ვარ და არაფერი დამრჩა მისაცემი''