Friday 29 June 2007

აქ ყველა (-ფერი) ტყუის...

ყოველ შეხვედრაზე კარგად იქცეოდა და არც გუშინ შემიმჩნევია არაფერი საეჭვო... თავაზიანად მომესალმა. -''რითი დაგეხმაროთ?''.. მაგრამ ბოლოს მაინც მომატყუა.. არა და სერიოზული, ზრდილობიანი ოჯახიდანაა...

გუშინ საღამოს, ფული გამომქონდა Standard Chartered ATM-იდან... ავკრიფე კოდი, მიუთითე თანხა. შეტყობინება: '' დაელოდეთ, თქვენი მოთხოვნა მუშავდება''

ცოტა ხანში, ''გთხოვთ აიღოთ თქვენი ბარათი''.. ავიღე. ''დაელოდეთ თქვენ ფულს''... ასე 5 ..10..15 წუთი.. და ბოლოს ''დიდი მადლობა რომ სარგებლობთ Standard Chartered ბანკის მომსახურებით'' ... და საწყისი გვერდი გამოჩნდა ისევ... ისევ ვსინჯე გამოტანა.. და ისევ ზრდილობიანად '' ვნანობთ , მეტ თანხას ვერ მოგაწვდით''

ცხელ ხაზზე დავრეკე...მითხრეს '' ავტომატი გამართულია და აჩვენებს რომ თქვენ თანხა გატანილი გაქვთ ''. უმტკიცე რომ არ მაქვს გატანილი მეთქი მაგრამ არ დამიჯერეს...

დღეს ბანკში უნდა მივიდე.

Thursday 28 June 2007

105 მინისტრი...

გუშინ კიდევ ოთხმა ოპოზიციის წარმომადგენელმა ‘გადაკვეთა ხაზი’ და გადავიდა მთავრობის მხარეს. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა რაც ახალი მთავრობა მოვიდა: ყველა გადასულს პირდებიან მინისტრობას.. და რა თქმა უნდა ახალ სამინისტროსაც ქმნიან ... დღეისთვის, 225 პარლამენტის წევრიდან 105 მინისტრია… 57 სამინისტროს ხელში ქვეყანა უნდა შენდებოდეს მაგრამ ჯერ ჯერობით ბევრი მათგანი ვერ გარკვეულა თავის სამინისტროს როლში…

Monday 25 June 2007

ბოლო ბოლო, ჩემმა შემცვლელმა გამოაღწია სომალიდან და უკვე კოლომბოშია...

ხვალ 09:20, Expo Air-ის რეისით ვბრუნდები კოლომბოში!

Monday 18 June 2007

Kfir, ლანგუსტები და Akvavit-ი

ეს შაბათიც ჩვეულიბრივად გათენდა… როგორც ყოველთვის ადრე გამეღვიძა… 8-ზე უკვე ჯაფნასთვის ტიპიურ 'საპერ'-ს მივირთმევდი…სტრინგ ჰოპპერს (წითელი ბრინჯის ფქვილისგან დამზადებული სპაგეტის მაგვარი, სპირალებში დახვეული რაღაცა), სამბოლი (ქოქოსის თეთრი გული ადგილობრივ მწვანილთან შერეული) და თეთრი კარრი (კარტოფილის და ქოქოსის რძის წვნიანი) . დესერტად რა თქმა უნდა პაპაიას და მანგოს სალათი..

გი, 61 წლის ფრანგი/დანიელი, (ჩვენი ავიადისპეჩერი) უკვე დიდი ხნის ამდგარი იყო და 1953-ში ბრიტანული კომეტის (პირველი სუპერსონიკი თვითფრინავი) კატასტროფის კადრებს უყურებდა ნაშიონალ გეოგრაფიკზე. ჯესპერი (შვედეთის მაშველთა კორპუსი) ჩვეულებრივად შვედურ კრაკერებს კრაფტ-ოსტტან (კბილის პასტის მაგვარ ტუბიკებშია, შვედური გულის ამრევი ყველის და ბაკონის პასტა) ერთად მიირტმევდა...

მოვრჩი თუ არა ჭამას ჯესპერი მეუბნება ‘წავედი და საღამოს აქ ვიქნებიო არ მინდა რო იცოდეთ სად მივდივარო…ალბათ ხვდებით მაგრამ მაინც არ მინდა რო გითხრათო’.. ადრე, ერთ-ორჯერ ქონდა ნახსენები კუნზულებზე წასვლა რომ უნდოდა მაგრამ რადგან ტურიზმისთვის სიტუაცია არი იყო მეც ვურჩიე რომ არ წასულიყო.. კუნზულებზე წასასვლელად 72 საათით ადრე ნებართვა უნდა აეღო ჯერ ჩემგან და მე ჩრდილოეთის ჯარების სარდალისთვის უნდა მეთხოვა საშვი

მეც არ მინდა მეთქი რო ვიცოდე სად მიდიხარ, მაგრამ კარგი იქნება თუ შენ ოთახში ნაწერს დატოვებ საით აპირებ წასვლას და ის მითხარი როდისთვის დაბრუნდები მეთქი.. მხოლოდ მაშინ, თუ დააგვიანებ, წავიკითხავ იმ ნაწერს მეთქი …დატოვა ნაწერი და წავიდა.. ცოტა ხანი ტელევიზორს უყურე და მე და გი წავედით თევზის ბაზარში ..თერთმეთზე მეთეევზეებთან შეხვდედრა გვქონდა, ლანგუსტები უნდა მოეტანათ… ბოლო დროს, რას სამხედრომ შეზღუდა თევზაობა ნაკლები თევზია ბაზარში…
ვისთანაც შეხვედრა გვქონდა ჯერ არ იყო მოსული… მაგრამ ბაზარი სავსე იყო ხალხით.. უფრო მეტი მყიდველი იყო ვიდრე ცალი თევზი.. ყველა თევზი რაც კი გაიყიდა, აუქციონით იყიდებოდა…დიდი თევზი ცალობით, პატარები თვალით აწონილი რაოდენობით.. მეთევზე შუა ბაზარში, პირდაპირ მიწაზე დაყრიდა თევზს და თავისთვის მისაღებ ფასს ყვიროდა…ისე სწრაფად ყვიროდა ფასს რომ ხალხს გაგებაც უჭირდა რას ამბობდა.. ვისაც აინტერესებდა მივიდოდა მეთევზესთან და ფასს შეეკიტხებოდა…ბოლოს თევზი იმას მიჰქონდა ვინც უფრო მეტს იხდიდა.. ესე ყველაფერზე..აბსოლუტურად ყველაფერი რაც კი ბადეში ემბეოდა იყიდებოდა და ყიდულობდნენ…
უცებ ბაზრის ხმაური შეწყდა და ხალხი გარეთ გაცვივდა.. თევზიანი ხელები აერში რაღაცას უმიზნებდა.. ღრუბლიან ცაში, ძალიან მაღლა ვიწრო შავი ხაზი მოჩანდა.. ნელ-ნელა ხაზი გაფართოვდა და ფორმა მიიღო..ცოტა ხანში ძლიერი ხმაური მოყვა..ამასობაში რადიოზე შეტყობინება მოვიდა ‘აერში ყვავებია’ ...
ჰაერში ორი Kfir იყო. წრე დაარტყეს და ვანნისკენ (ვეფხვების კონტროლირებადი ტერიტორია) გაფრინდნენ… ესე, ოთხი წრე შემოუარეს ჯაფნას და ოთხივე მანეურზე ბომბების აფეთქების ხმა მოყვა…
ცოტა ხნით ბაზარი აირია.. საუბარით და ხელების ქნევით მიხვდებოდი რომ ყველა თვითფრინავზე ლაპარაკობდა…ამასობაში ჩვენი კაციც მოვიდა.. ბევრი არ გვივაჭრია ისე ლანგუსტები გამოვართვით და სახლში წამოვედით…უკვე ორი სრულდებოდა..სიცხე პიკს აღწევდა…კონდიციონირებულ ოთახებში გავნაწილდით მე და გი და შევთანხმდით ოთხზე გურუნაგარში (წინა შაბათს ვიპოვეთ ერთი ვიწრო ქუჩებიანი უბანი სადაც ცხოვრება პირდაპირ ქუჩაში ხდებოდა) გასვლაზე…
ოთხზე გი გავაღვიძე.. ხუთის ნახევარზე გავედით სახლიდან.. მანქანა იმ უბნის შესასვლელთან გავაჩერე და ფეხით შევედით.. ყველა ქუჩაში იყო..ზოგი რეცხავდა... ზოგი ბავშვს აბანავენდა...ქალები ახალ დაბანილ თმებს ივარცხნიდნენ… ზოგი უსაქმურად იჯდა და ყველა გამვლელს თვალს აყოლებდა..მოხუცები ბეტელის თხილის ღეჭვნით იყვნენ დაკავებული.. მამაკაცები გასამშრალად გამოტანილ თევზის ბადეებს ახვევდნენ...ყველას თავისი გასართობი თუ გასაჭირი ქონდა…ეს ყველაფერი ბოლივუდის ფილმებიდან ხმამაღალი მუსიკის თანხლებით ხდებოდა…
მელოდია ყოველ ოც ნაბიჯში ერთი მეორეში გადადიოდა, თითქოს მეზობლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ უფრო ხმამაღლა დაუკრავდა... უფრო მოკლე ინტერვალით იცვლებოდა ქუჩის სუნიც.. თევზის ბადეების და გასამშრალად გამოტანილ თევზის სუნი ფრანჯიპანის ყვავილის სუნში იყო შერეული…ზოგ ადგილებში ეს სუნი უფრო მძაფრი კანალიზაციისა, და თხის და ბავშვების ესკრეტას სუნით იყო ოპრესირებული …იხვებს ,წყალში ჭყლაპუნით თავისი წვრილი შეჰქონდათ სუნის ინტენსიურობაში ...მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც საინტერესო იყო და ჩვენც გავაგრძელეთ ჩვენი ‘დისკავერი’ ექსპედიცია…
გაგრძელება იქნება

Kfir, ლანგუსტები და Akvavit-ი ...

ესე ვიარეთ სანამ VHF რადიოზე ჯესპერის ხმა არ გაისმა…’ჩარლი ფოქსტროტ 4 ეს ჯულიეტ ფოქსტროტ 3.2-ია, გთხოვ მიპასუხე''… უპასუხე მაგრამ ეტყობოდა რო ჩვენი არ ესმოდა.. სასწრაფოთ მანქანაში წავედი. იქიდან რომ მეპასუხა…მაგრამ ჟესპერი უკვე ხაზზე არ იყო…ვიცოდი რომ ცუდი არაფერი მოუვიდოდა მაგრამ მეეჭვებოდა სამხდეროებთან რამე შარში არ გახვეულიყო..

დაურეკე პოლკოვნიკ პერერას, CIMIC უფროსს ასე და ასე მეთქი ... მაგრამ სად არი წასული ზუსტად არ ვიცი მეთქი…''მიმართულებას მაინც რო მეტყოდე კარგი იქნებაო'' … სახლში მაქვს ქაღალდზე დაწერილი და 10 წუთში დაგირეკავთ მეთქი... მოვედი სახლში, ჯესპერის მაგიდაზე დაკეცილი ქაღალდი გავხსენი, შიგ წერია: ‘პლიაჟზე წავედი 5-ზე სახლში ვიქნები’'... გადაირია გი - ‘დაანებე თავი… დიდი იდიოტიაო! თუ არ მოვა და იყოს იქო!’ ტელეფონით ამის ახსნას, ვამჯობინე პერერასთან წავსულიყავი.. გიმ წასვლაზე უარი თქვა .. და ლანგუსტის მოხარშვა ამჯობინა ჯესპერის ძებნას…

რომ, მივედი პერერას უკვე ყველა ქვედანაყოფისთვის დარეკილი ქონდა .. წოთა ხანში დაურეკეს -'' ამ და ამ ადგილას არი ერთი უცხოელი დაკავებულიო…არც საშვი აქვს და არც პირადობის დამადასტურებელი არაფერიო.. თანაც თვითფრინავების სურათები აქვს გადაღებულიო'' პერერამ ჯერ მრისხანეთ შემომხედა, მერე გაიღიმა და ‘კიდევ კარგი ვიპოვეთო’ მერე ტელეფონზე ვიღაცას სინჰალურად ელაპარაკა და მითხრა მალე გავაშვებიებო…მაგრამ მეორედ რო განმეორდეს ვერაფერს დაგეხმარებიო.. მეც თავი დავუქნიე, დიდი მადლობები უხადე და წამოვედი სახლში..

გის ლანგუსტები უკვე მოხარშული ქონდა და რაღაც ფრანგულ სოუსს ამზადებდა.. შემოვედი თუ არა გაეცინა და შემეკითხა..’იპოვე ის იდიოტიო?’ ‘კი ვიპოვე, და მალე აქ იქნება მეთქი’. ‘კიდევ კარგი ვახშამი არ წაგვიმწარაო!’ და გააგრძელა მზარეულობა.. მალე ჯესპერიც მოვიდა… არცერთს არაფერი გვიკითხავს და არც იმას უთქვამს არაფერი…

ცოტა ხანში სამივე მაგიდას მიუჯექით.. ჩუმად ვიჯექით და ვჭამდით.. უცებ ჯესპერი ახტა და თავისი ოთახიდან ცივი თეთრი ღვინოთი ხელში დაბრუნდა.. დაგვისხა ღვინო.. ფეხზე ადგა და შვედურად სიმღერა დაიწყო..გიმ თვალებით მანიშნა - ''ცოტა არ არის კარგადო'' მორჩა სიმღერას თუ არა ‘სხოლ’’ წამოიძახა და დალია ... ჩვენც იგივე მივაძახეთ და დავლიეთ..ესე მეორეზე.. მესამეზეც რაგაცეები იმღერა და განაცხადა რომ მხოლოდ ესე ვსვამთ შვედეთშიო…

მე ჩვენ სადრეგრძელოებზე მოვუყევი… გის ეს უფრო მოეცონა.. და რაც გასაკვირი არ უნდა იყოს მიცვალებული ბულგარელი მეგობრის შესანდობარი თქვა…''დღეს ტოდორს დაბადების დღე აქვსო და 61 წლის იქნებოდაო'' ცრემლები წამოუვიდა..''ოთხი თვე ერთად ვიმუშავედ აღმოსავლეთ კაშიმშიო და მახსოვს ახალ წელს, ყინვაში, ორი სანთლით და ერთი ჰეინცის ლობიოს კონსერვით შევხდითო’ ყველაფერი სურეალური იყო..ნახევარი საათის წინ ჯესპერი დაკარგული რო იყო ის ფეხებზე ეკიდა და ეხლა კიდევ მეგობრობაზე ლაპარაკობდა…მაგრამ არ ვიცი...

სუფრა ნელ-ნელა მხიარულ სტადიაში გადავიდა ... უკან დასახევი გზა არ გვქონდა…ჯესპერი ისევ გავიდა და ხელში ათი ცალი ას მილილიტრიანი ბოთლი აკვავიტით-შნაპსით მობრუნდა.. ყველა ათი ბოთლი სხვა და სხვა აკვავიტი იყო..თითოეული ბოთლის ისტორია იცოდა ჯესპერმა…’ბასკა დროპპარით’ (აკვავიტის სახელი) ვიწყებთ.. მერე ‘სკანე’, ‘ლასკო-სლოტს’ ..’ო.პ ანდერსონი’ და ესე დააწყო ყველა ათი ბოთლი... ყველას რაღაც სუნელების სუნი და გემო ქონდა მაგრამ ვინ დაეძებდა სუნს, ჯაფნაში. თანაც დღევანდელი ქუჩის სუნის მერე ყველაფერი სურნელოვანი გვეჩვენებოდა..

’პორსბრაუნვინ’-ზე გიმ ფრანგული ჰიმნი (მეტი არაფერი იცოდა მგონი) დაამღერა.. ''ჰალანდს ფლადერზე'' ''იშო ჩელა აშო ბუსკა'' დავამღერე… შნაპსმა ისეთ ხასიათზე მოგვიყვანა რო კიდევაც დაგვავიწყდა ჯაფნაში რო ვიყავით..

მომდევნო ბოთლის გახსნაზე არტილერიამ სროლა დაიწყო და მალევე რეალობაში დაგვაბრუნა… მეშვიდე ბოთლის მერე არცერთს დაგვილევია..

ცოტა ხანი ვიჯექით და მალევე ჩვენ ოთახებში გავნაწილდით…


Thursday 14 June 2007

კიდევ ორი კვირით ვრჩები ჟაფნაში..

კიდევ ორი კვირით ვრჩები ჟაფნაში....ჩემი შემცვლელი სომალიშია გაჭედილი და ვერ გამოდის.... რა თქმა უნდა კოლომბოში უფრო კომფორტაბელურად ვიგრზნობდი თავს მაგრამ ეს ბოლო დღეები ჯაფნაშიც განსაკუთრებული სიჩუმეა…თითქოს, როგორც იტყვიან ‘სიჩუმე ქარიშხლის წინ’…

შრი ლანკის მთავრობას 50 ათასიანი ჯარი ყავს გამაგრებული ჯაფნაში …ვეფხვების ჯარის რაოდენობა ზუსტად არავინ იცის…მხოლოდ ის არი ცნობილი რომ სანამ ეს ბოლო კონფლიქტი დაიწყებოდა (11 აგვისტო, 2007) 15 ათასამდე კარგად გაწვრთნილი კადრები ყავდათ.. ოთხი თვის წინ ვეფხვებმა მობილიზაცია გამოაცხადა; ყველა ოჯახს ერთი წევრი უნდა მიეცა ვეფხვებისთვის...ორი თვის წინ ოჯახიდან ორი წევრის გაწვევა დაიწყეს…ორივე სქესის წარმომადგენლებს იწვევენ, დაწყებული 15 წლის ასაკიდან.

ამ დროისთვის, უხეში გამოანგარიშებით ვეფხვებს მობილიზირებული ყავთ სადღაც 50-60 ათასამდე მოსახლეობა…შეიარაღებასთან ერთად ყველას თითო ციანიდის კაპსულას აძლევენ...ტყვეობაში ჩავარდნისას რომ დალიონ

ყველა ფიქრობს რომ ამდენი ჯარისკაცი ვეფხვებს თავდასცვისთვის არ სჭირდება და მალე იერიშზე გადავლენ…თუმცა ჯერ ჯერობით ორივე მხარე ერიდება ფართო-მასშტაბიან ბრძოლებს ჩრდილოეთში… სამხედროების ყველა მცდელობა ჩრდილოეთიდან შეტევისა დიდი დანაკარგით დამთავრდა.. ვეფხვები ჯერ-ჯერობით პარტიზანული ბრძოლებით უფრო მეტ ფიზიკურ და მორალურ ზარალს აყენებენ შრი ლანკის ჯარს..

ფოტო: ვეფხვების პროპაგანდა მულატივუში Sintezo ©

Monday 11 June 2007

თამილ-ქართული ფრაზები...

შრი ლანკაში ბევრმა იცის ინგლისური და ძალიან ადვილია ადგილობრივი ენების (სინჰალური და თამილური) ცოდნის გარეშე ცხოვრება…მაგრამ აქ, ჯაფნაში, ძალიან იშვიათად ნახავ ინგლისურად მოლაპარაკეს... მითუმეტეს ჩემს ''საყვარელ'' თევზის ბაზარში…ასე რომ მომიწია ცოტა (მაგრამ საკმარისი) თამილურის სწავლა.. გაგიზიარებთ რამოდენიმე ფრაზას:

ვანაკკამ გაუმარჯოს,
იპპადი
ირუკეენგა? როგორ ხარ?
ნალლაა
ირუკკენ- კარგად. და უცებ მომდევნო წინადადება უნდა დაუმატო...
ენნაალა
თამილ პესა მუდიაათუ არ მესმის თამილური!
ინგლიშ
/რაშენ პესუვეენგალა? ინგლისური/რუსული იცი? (ზოგჯერ გხვდება ხალხი რუსული რო ესმით)
უნგგა პერუ ენნა- რა გქვია?
ენ პერუ სინტეზო- ინტეზო მქვია
ნანდრი
-მადლობა
ომ
ომ-კი
ილა
ილა- არა
მანნიკკანუმ
ერთი წუთი (ყურადღების მიქცევა)
ენნა მანიიჩუდუნგა- ბოდიში (ეს ბაზარში შიშველ ფეხებს რო ვაბიჯებ)
ვარენაბა ჰე (ნახვამდის, არაფორმალურად)
ტოილეტ/კაკკუს ენგგა ირუკკუტუალეტი სად არი? (ხშირად დაგჭირდებათ პირველ დღეებში)
ნაან თოლანჯუთენ-დავიკარგე... მერე ქუჩის სახელს ვეუბნები.. (ხელით მაჩვენებენ საით წავიდე)
ევარავუ?- რა ღირს? (უცებ ხელს გაუწოდებ თითით ხელზე ციფრი რო დამიწერო)
კოოდუდჰალ -ძვირია
კორანჯადჰუ იაფია (მაგრამ არასოდეს ვიყენებ)
ნეე ენნაი იემათიგითუ ირრუკირაი- ჰე, მატყუებ!!
ენნაკუ ვირუპამ ილლაიარ მინდა!
სინკი რაალ - ლანგუსტი
მიინ - თევზი

ჯერ ჯერობით მყოფნის ...სახლს ყოველთვის მოვაგნიე... თევზსაც და ლანგუსტსაც უფრო იაფად ვყიდულობ ვიდრე სხვა ჩემი მეგობარი უცხოელები...

''ნუ დაკლავთ ძროხას, ის წმინდაა...''

ანტი ''ძროხის ხორცის მჭამელთა'' კამპანია ჯაფნას ერთ-ერთ კედელზე...

თამილურზე აწერია: - ''ნუ დაკლავ ძროხას, ის წმინდაა''

მათ სჯერათ რომ ძროხის ყველა ნაწილი წარმოადგენს ინდუიზმის გარკვეულ ღმერთს...

მაგალითად, ზურგი წარმოადგენს ბრაჰმას, ინდუსების სამყაროს შემქმნელს .. კისერი ვიშნუს... კუდთან- ლაკშმია, სიმდიდრის ღმერთი, სიტარიანი ღმერთი- სარასვატია, ცოდნის ღმერთი... თავი-შივაა.. ცხვირთან-განეშა.. სხვა დანარჩენი ვინ არიან ვერ ამიხსნეს...

P.S.ინდუსები პატივს სცემენ მაგრამ არ თაყვანისცემენ ძროხას...


Friday 8 June 2007

კოლომბოდან თამილებს აძევებენ

მიუხედავად იმისა რომ შრი ლანკის კონსტიტუციაში წერია: ''ყველა კანონიერ შრი ლანკის მოქალაქეს რესპუბლიკის ფარგლებში აქვს თავისუფლად გადაადგილების და საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლება '', შრი ლანკის მთავრობა ეს ბოლო ორი დღე დაკავებულია კოლომბოდან თამილთა გაძევებით.. გუშინ ოცამდე ავოტბუსმა გაიყვანა ხალხი ქალაქიდან და დღესაც ყველგან სადაც კი თამილები ცხოვრობენ რეიდებს აწყობენ.. ყველა თამილი რომელსაც მიწერა არ აქვს კოლომბოში და არ გააჩნია საკმარისი მიზეზი იმისთვის რომ იყოს კოლომბოში იქნება გაძევებულიო (!)...
ზოგიერთმა ადგილობრივმა ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ რეაგირება გააკეთა მაგრამ შრი ლანკაში ბაზირებული საერთაშორისო საზოგადოება ჯერ -ჯერობით ჩუმად არი...

მტრის ჯარისკაცის გაპატიოსნება...

ყველაფერი გასაკვირი ამ ქვეყანაში უნდა მოხდეს… გუშინ თამილის ვეფხვებმა წითელ ჯვარს გადასცა შრი ლანკის სამთავრობო ჯარის დანაკარგი- 14 ჯარისკაცის ცხედარი.. მთავრობამ ორი ცხედარი მიიღო და დანარჩენი უკან დაუბრუნა ვეფხვებს.. გასაკვირი ის არი რომ ვეფხვებმა ცხედრებს სრული სამხედრო ღირსებით კრემაცია ჩაუტარეს...

მტრის ჯარისკაცის ეგეტი გაპატიოსნება ძალიან იშვიათად ხდება

ფოტო...

Tuesday 5 June 2007

ჯაფნა დღეს...მკვლელობა შუა დღისას..

ამბობენ, თამილის ილამის კარუმპულთა ( კარუმი-შავი, პული-ვეფხვი -სასიკვდილოდ განწირულთა) ასეული შემოიპარა ჯაფნაში.. ჯერ-ჯერობით ქალაქს მათი შემოსვლა არ ეტყობა თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს რომ გუშინ შუა დღისას, პირდაპირ ჩემი სახლის წინ სამი 20-25 წლის ახალგაზრდა დახვრიტეს.

ცხედრები ქუჩაში, გაგანია სიცხეში ესვენა სადღაც სამი საათი სანამ ქალაქის მაგისტრმა არ მოიცალა... მოვიდა, ცხედრებს სილუეტები ცარცით შემოხაზა... რაღაცეები გაზომა.... ჩაიწერა... სურათები გადაიღო..

მერე ცხედრები სამხედრო მანქანაში დაასვენეს.. სისხლს რომელიც ქუჩის ერთი მხრიდან მეორე მხარეს იყო გადასული, ქვიშა მოაყარეს.. ყველაფერი ეს სადღაც 10 წუთის განმავლობაში მორჩა ... საქმის გამოძიებაც ამ ფორმალობით მორჩება...

ამ დილით თეთრი ქვიშა გაწითლებული იყო... ათასობით ბუზი დასტრიალებდა იმ ადგილს... ხახლი ისე უვლის ვითომ არაფერი მომხდარიყოს ...

Saturday 2 June 2007

ევაკუაციის სიმულაცია...

ეს ემელიანე ამ წუთას მომივიდა:

ქვეყნის ჩრდილოეთში სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით საგანგებო კრება მოიწვია ამან და ამან და ამ დილის შეხვედრის შედეგათ გადაწყდა:

1) ჩვენი თანამშრობლების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ყველა არქივ-ფაილები უნდა იქნეს გატანილი ყველა მესამე ფაზის ზონიდან 8 ივნისამდე..

2) ყველა მესამე ფაზის ზონაში განლაგებულმა ოფისებმა 6 ივნისამდე უნდა ჩაატარონ ევაკუაციის სიმულაცია: კადრების გადაადგილება საკონცენტრაციო ბანაკში...ოფისიდან ყველა კონფიდენციალური ინფორმაციის გატანა.. ბუნკერში დამალვის ბურღი...

და დაელოდონ ჩვენ მომდევნო რჩევებს...

მაგარ დასაიმედებელ რჩევებს გვაძლევენ...

ერთი თვის წინ გვქონდა ბურღი ბატიკალოაში... საკოორდინაციო კრებაზე უცებ გამოაცხადეს ''გვბომბავენ და ყველა ჩქარა ბუნკერშიო.'' ოცამდე ადამიანმა გავიქეცით ბუნკერისკენ . იქ კი კარები ბოქლომით ჩაკეტილი დაგხვდა და გასაღებს 10 წუთის განმავლობაში ეძებდნენ . ხალხის სახეები უნდა გენახათ. ზოგმა ბურღი სერიოუზულად მიიღო და გული წაუვიდა დროულად ბუნკერში რო ვერ შეაღწიეს...

იმის მერე დავკარგე ამათი იმედი...

ინდუსთა ქორწილი...(დასაწყისი)

ყველაფერი კი ასე იწყება…კვირის გაზეთის ორი სრული გვერდი ამის მაგვარი განცხადებებით არი დაკავებული…

ველალა (კასტი) ჰინდუ დედა კარგი კავშირებით და ნათესავებით, ეძებს განათლებულ, დასაქმებულ, კარგი აღნაგობის, მოსიყვარულე, არამწეველ სასიძეს, თავისი უმცროსი 37+ (მგონი პლიუსში იმალება 12 თვე!) წლის (მაგრამ ბევრად უფრო ახალგაზრდათ გამოიყურება) 5’1 სიმაღლის, ლამაზ, თეთრკანიან(!), შავთმიან, ვეგეტარიანელ ქალიშვილისთვის. მუშაობს კონფიდენციალურ მდივნად ერთ-ერთ მოწინავე კომპანიაში…აქვს 45,000 რუპი თვიური შემოსავალი...ასევე გააჩნია 20 აკრი მიწის ნაკვეთი მატარაში. ფლობს კიდევ სხვა და სხვა ქონებას…დას თავისი ბიზნესი აქვს, სიძე პოლიციელელია.. ერთად-ერთი ძმა კანადაში მუშაობს…

გთხოვთ შემოგვეხმიანოთ მხოლოდ სერიოუზული წინადადებებით…(გამოაგზავნეთ თქვენი ჰოროსკოპი-დამღუპველი ჰოროსკოპია: იუპიტერი, 1,2,7,8 სახლების ჩათვლით)

Friday 1 June 2007

ადი პოსონ პურა პოია...

წუხელ მაისის მორიგი სავსემთვარეობა-ადი პოსონ პურა პოია (სინჰალურზე) იყო... და არა ჩვეულებრივი სავსემთვარეობ არამედ ლურჯმთვარეობა. ლურჯმთვარეობა ძალიან იშვიათად, საუკუნეში მხოლოდ 41 თვეს ხდება...

თითქოს
ვინ აქცევს ამას ყურადღებას მაგრამ ბევრ რამეზე მოქმედებს თურმე ... ქალები ტკივილით გიჟდებიან.. ივლისში დაბადებულ ერთი ღამით მგლებათ იქცევიან (გამოცდილი მაქვს)…ცხენები იხოცებიან...თევზები ღრმად წყალში იმალებიან.. შრი ლანკაში დასვენება ცხადდებ როგორც ყოველთვის და დასალევი და ხორცი არ იყიდება
მახსოვს პირველად ესპანელ გოგონას რო უთხარი დღეს პოია დღე არი მეთქი .. გაკვირვებული შემომხედა და '' სად, სად არიო? '' შემეკითხა.. მთელ შრი ლანკაში მეთქი.. ყოველი თვის ერთი დღე პოიას დღე არი და ყველა ისვენებს მეთქი...სახე გაუბრწყინდა....მერე კი გამახსენდა პოია ესპანურად რას ნიშნავდა...მაგრამ უკვე გვიანი იყო...

მომდევნო ლურჯმთვარეობა მხოლოდ 2009 წლის 2 და 31 დეკემბერს არი მოსალდონელი.