Thursday 3 May 2007

თამილთა ავიაცია.. მსოფლიოში პირველი პარტიზანული ავიაცია

საერთოდ წერა არ მიყვარს .. მირჩევნია სურათები გადავიღო და იმით გამოვხატო ჩემი განწყობა.. მაგრამ რადგან ეს ყველაფერი შუა ღამე მოხვდა სურათების გადაღება ვერ მოვახერხე !!! ასე რომ... მოგიყვებით..

ორშაბათს, 29 აპრილს კრიკეტს გვიანობამდე შევრჩი... 2 სრულდებოდა...ძალიან წყნარი ღამე იყო..მთელი კოლომბო ტელევიზორს მისჩერებოდა..შრი ლანკა ფინალში ავსტრალიას ხვდებოდა ...გილკრისტი სასწაულს უჩვენებდა შრი ლანკის გუნდს...მორიგ ოთხ ქულიან ''ბატზე'' მთელი ქალაქი ჩაბნელდა...თითქოს არც უნდა იყოს გასაკვირი ასეთ ღარიბ ქვეყანაში შუქის ჩაქრობა, მაგრამ ასეთ ერისთვის მნიშვნელოვან ღამეს?

მაგარი დაღლილი ვიყავი და გადავწყვიტე დამესვენა.. მაგრამ ოთახში ტემპერატურა ყოველ წუთს მაღლა იწევდა...ვერც კონდიციონერს ჩართავ .. ვერც ვენტილატორს... 10 წუთში ტემპერატურა აიწია 35 C.... ფანჯარის გაღება კიდევ კოღოების მოპატიჯებაა..

უცებ რაგაც ხმაური ატყდა...ორი აფეთქება... სროლები აერში... ტრასერები კველა მხრიდან...გამიკვირდა.. შრი ლანკა დიდი ანგარიშით აგებდა და სასწაული უნდა მომხდარიყო რო რამე შეეცვალა. სასწაული კი მოხდა მაგრამ არა ბარბადოსის სტადიონზე არამედ კოლომბოს ცაში...
თამილების ავიაცია (TAF) რომელიც მხოლოდ ჭორების დონეზე არსებობდა აერში გამოჩნდა. ორმა ნაწილ-ნაწილ ჩანთებით შემოტანილმა და ხელით აწყობილმა ჩეხური გამოშვების ''Zlin 143iLs'' ჩამოაგდო ხელნაკეთი ბომბები ნავთობის ბაზაზე და უსაფრთხოთ დაბრუნდნენ თავის ბაზაში.
მთელი ქალაქი პანიკამ მოიცვა. ყველა სამხედრო და პოლიციელი ვინც კი ქალაქში იყო უმისამართოთ აერში ისროდა. დასაჯდომათ წამოსულ სამგზავრო თვითმფრინავსაც კი ესროლეს.
აბა ვინ იცოდა სად და ვისთვის ესროლად როცა გამის 2 საათზე რაღაც, რომელსაც ვერც ხედავ ბომბავს ქალაქს.
მორიგი მოულოდნელი ფსიქო იერიში ჩაატარეს თამილ ეელამის განთავისუფლების ვეფხვებმა (LTTE) შრი ლანკის მთავრობის წინააგმდეგ... იერიში რომელსაც 70 წლებიდან ვერ აჩერებენ.. შუქი კი იმიტომ გამორთო მთავრობამ რომ ვეფხვებს ქალაქი არ დაენახათ...
იმ ღამეს შრი ლანკამ ფინალიც წააგო...
Painting: Alex Stewart







5 comments:

mamuka said...

Kochag magaria!

mamuka said...

o, dzaan sasargeblo da saintereso informatciaa! maineresebs Tamilebze kvelaperi: mati polit-motxovnebze, adati, sakortsilo adatebi, dakrdzalvaze/ Kargad gimushaviat am gverdis avtorebs! tsarmatebas gisurvebt!
M.Kakabadze

in Indochina said...

უსაქმურობით მომივიდა :)

Anonymous said...

kargia!!!!

Anonymous said...

Sintezo, midi dzma, kargad gamogdis da gaagrdzele.
Saxlshi rom chavdivar(bolos 2.5 clis ukan) - kacishvils ar ainteresbs "ra naxe, ras shvebi, ra xdeba IK..." albat, chveni tipiuri gonebashezgudulobis bralia, chama daleva da dgevandeli ususuri da uvargisi politika (rogor axareben mtrebs!) ... ikneb am gzit mets shesdzleb rom xalxs miacodo... good luck!