Thursday 3 May 2007

მოსავლის ფესტივალი..

ერთ-ერთ პატარა სოფელში, შრი ლანკის ჩრდილოეთში (კოლომბოდან 2 საათის სავალში) ყოველი წლის 1 მაისს ინდუსი ქალები ზეიმობენ მოსავლის და ნაყოფიერების დღესასწაულს.

5,000-მდე ახალგარზდა ქალი იმოსება სარებში. (ყველაზე ძვირფასი ტანისამოსი რაც კი გააჩნიათ)...იკრიბებიან სოფლის კოვილთან (ინდუსების ტაძარი) და თავის ღმერთს სთხოვენ წვიმას (!) და უხვ მოსავალს. საღამოს იწყებენ და დილამდე სალოცავის გარშემო ცეკვავენ და მღერიან.. მეორე დილით ყველა ერთად წყალში (ოკეანეში) შედიან რათა უხვი თევზის ჭერა დაებედოთ... მაგარი სანახაობაა !!! განსაკუთრებით როცა წყლიდან გამოდიან...