Monday 28 May 2007

გუშინ, მანქანა ავიყვანე ცოტა ქალაქს ვისწავლი მეთქი...რომ შემოგვიტიონ ის მაინც ვიცოდე რომელ მხარეს გავიქცეთქო.. ფოტო-აპარატიც თან წავიღე სურათები რო გადამეღო…

არც ისე დიდი ქალაქია მაგრამ ისეთი ვიწრო ქუჩები და არეული მოძრაობა აქვს რომ ადვილად დაიკარგები ... ოთხი მთავარი ქუჩა დავამუღამე და კარგი რაღაცეები ვნახე გადასაღებად… ჩამოვედი მანქანიდან და ქუჩაში ფეხით გავიარე…
მხოლოდ ერთი კადრის გადაღება შევძელი. ყველგან სამხედროა.. ფოტოაპარატს რამეს დაუმიზნებ თუ არა შენზეც დამიზნებულია…
დავმალე ფოტოაპარატი და გავაგძელე სიარული... ყველა შენ გიყურებს..'' თეთრი ადამიანი ''ქუჩაში!!!... ორმა ქალმა პატარები მოიყვანა ჩემთან, ხელით რო შეეხოთ.... არ ვიცი რისი ნიშანი იყო მაგრამ ის რო მახსენდება რომ კილინოჩის ზოოპარკში დალმაციელი ძაღლი რომ ყავთ, ცოტა ეჭვები დამებადა რატომ მოყავდათ ეს ბავშვები....

გავაგრძელე ჩემი 'გზა'… ვხედავ ვიღაც ტიპი ხელს მიქნევს.. მეც დაუქნიე გამარჯობის ნიშნად.. იმან კიდევ გააგრძელა.. მეც კიდევ დაუქნიე... ვიფიქრე ნამეტანი გაუხარდა ჩემი დანახვა მეთქი...

ვხედავ.. გზის მეორე მხარეს მეპატიჟება...შევხედე...ხელში ლუდის ბოთლი უკავია...მეთქი კარგად ხო არი ეს ტიპი... ‘’800 რუპი’’ მიყვირის... გამიხარდა ...გადავირბინე.. ოთხი ბოთლი ''Lion'' (შრი ლანკაში ყველაფერი ან ლომია ან ვეფხვი) გამეჩითა.. შევევაჭრე და 2800 რუპიათ (27 დოლარი) მომცა.. ჩემს და იმის სიხარულს საზღვარი არ ქონდა...

სასწრაფოთ უკან მანქანაში !!!

ვხედავ მეორე ტიპი მომსდევს რაღაც ტომრით ხელში... უკვე ვიყიდე და არ მინდა მეთქი ვაჩვენებ ხელით .... არ მომეშვა...

ვაჩვენე აგერ მაქვს მეთქი .. იმან კიდევ თავისი ტომრის გახსნა დაიწყო.... ვხედავ ტომარაში სამი უზარმაზარი ლანგუსტი (კიბო) აქვს... ''მაგარი არიო...ვეფხვ-ლანგუსტი არიო და ძალაინ იაფათო'''


მოკლედ, სამი თითო კილოიანი ვეფხვ-კიბო (!) ვიყიდე ცხრა დოლარად...

მანქანასთან ტიპმა ფასი შემეკითხა.. ექვსად ვიყიდე მეთქი.. დილით ადრე რო მოსულიყავი ოთხ დოლარად იშოვიდიო... მთელი კაიფი დამეკარგა...

... და ესე ვიყავი მთელი ერთი საათი სანამ ლუდი არ გაცივდა და კიბო არ მოიხარშა …

No comments: