Saturday 5 May 2007

Viva Cuba! Viva Mojito!

რადგან გუშინ შანსი არ იყო სადმე რო გავსულიყავით დასალევად, ერთ ერთმა კენიელმა მეგობარმა Cinco de Mayo ფართი გაჩითა...არ აღმოჩნდა რასაც ველოდით, მაგრამ ხელცარიელი სახლში არ წამოვსულვარ.. წუხელ მოხიტოს (გამოითქმება ''მოჰიი-ტოჰ'' )ჰემინგუეის რეცეპტი თვითონ კუბელმა მანდილოსანმა მასწავლა...
გვჭირდება:
-50 გრამი თეთრი რომი (Havana Club)
-50 გრამი Club soda (ან ჩვეულებრივი გაზიანი წყალი)
-4 ახლად მოკრეფილი პიტნის ფოთოლი,
-1 პიტნის ყლორტი
-2 ჩაის კოვზი შაქარი
-3 ჩაის კოვზი ახლად გამოწურული ლიმნის წვენი
როგორ ვაკეთებთ:
მაღალ ჭიქაში ჩაყარედ ნახევარი ჩანგლით გასრესილი პიტნის ფოთლები. დაუმატეთ შაქარი და ლიმნის წვენი და კარგად აურიეთ. ჭიქა ყინულით აავსეთ..დაამატეთ რომი..კარგად შეურიეთ და ჭიქა აავსეთ კლუბ-სოდათი. მორჩენილი პიტნა ზედ მოაყარეთ... მეექვსე ჭიქა კარგ ხასიათზე მოგიყვანთ!