Tuesday 5 June 2007

ჯაფნა დღეს...მკვლელობა შუა დღისას..

ამბობენ, თამილის ილამის კარუმპულთა ( კარუმი-შავი, პული-ვეფხვი -სასიკვდილოდ განწირულთა) ასეული შემოიპარა ჯაფნაში.. ჯერ-ჯერობით ქალაქს მათი შემოსვლა არ ეტყობა თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს რომ გუშინ შუა დღისას, პირდაპირ ჩემი სახლის წინ სამი 20-25 წლის ახალგაზრდა დახვრიტეს.

ცხედრები ქუჩაში, გაგანია სიცხეში ესვენა სადღაც სამი საათი სანამ ქალაქის მაგისტრმა არ მოიცალა... მოვიდა, ცხედრებს სილუეტები ცარცით შემოხაზა... რაღაცეები გაზომა.... ჩაიწერა... სურათები გადაიღო..

მერე ცხედრები სამხედრო მანქანაში დაასვენეს.. სისხლს რომელიც ქუჩის ერთი მხრიდან მეორე მხარეს იყო გადასული, ქვიშა მოაყარეს.. ყველაფერი ეს სადღაც 10 წუთის განმავლობაში მორჩა ... საქმის გამოძიებაც ამ ფორმალობით მორჩება...

ამ დილით თეთრი ქვიშა გაწითლებული იყო... ათასობით ბუზი დასტრიალებდა იმ ადგილს... ხახლი ისე უვლის ვითომ არაფერი მომხდარიყოს ...

No comments: