Monday 18 June 2007

Kfir, ლანგუსტები და Akvavit-ი

ეს შაბათიც ჩვეულიბრივად გათენდა… როგორც ყოველთვის ადრე გამეღვიძა… 8-ზე უკვე ჯაფნასთვის ტიპიურ 'საპერ'-ს მივირთმევდი…სტრინგ ჰოპპერს (წითელი ბრინჯის ფქვილისგან დამზადებული სპაგეტის მაგვარი, სპირალებში დახვეული რაღაცა), სამბოლი (ქოქოსის თეთრი გული ადგილობრივ მწვანილთან შერეული) და თეთრი კარრი (კარტოფილის და ქოქოსის რძის წვნიანი) . დესერტად რა თქმა უნდა პაპაიას და მანგოს სალათი..

გი, 61 წლის ფრანგი/დანიელი, (ჩვენი ავიადისპეჩერი) უკვე დიდი ხნის ამდგარი იყო და 1953-ში ბრიტანული კომეტის (პირველი სუპერსონიკი თვითფრინავი) კატასტროფის კადრებს უყურებდა ნაშიონალ გეოგრაფიკზე. ჯესპერი (შვედეთის მაშველთა კორპუსი) ჩვეულებრივად შვედურ კრაკერებს კრაფტ-ოსტტან (კბილის პასტის მაგვარ ტუბიკებშია, შვედური გულის ამრევი ყველის და ბაკონის პასტა) ერთად მიირტმევდა...

მოვრჩი თუ არა ჭამას ჯესპერი მეუბნება ‘წავედი და საღამოს აქ ვიქნებიო არ მინდა რო იცოდეთ სად მივდივარო…ალბათ ხვდებით მაგრამ მაინც არ მინდა რო გითხრათო’.. ადრე, ერთ-ორჯერ ქონდა ნახსენები კუნზულებზე წასვლა რომ უნდოდა მაგრამ რადგან ტურიზმისთვის სიტუაცია არი იყო მეც ვურჩიე რომ არ წასულიყო.. კუნზულებზე წასასვლელად 72 საათით ადრე ნებართვა უნდა აეღო ჯერ ჩემგან და მე ჩრდილოეთის ჯარების სარდალისთვის უნდა მეთხოვა საშვი

მეც არ მინდა მეთქი რო ვიცოდე სად მიდიხარ, მაგრამ კარგი იქნება თუ შენ ოთახში ნაწერს დატოვებ საით აპირებ წასვლას და ის მითხარი როდისთვის დაბრუნდები მეთქი.. მხოლოდ მაშინ, თუ დააგვიანებ, წავიკითხავ იმ ნაწერს მეთქი …დატოვა ნაწერი და წავიდა.. ცოტა ხანი ტელევიზორს უყურე და მე და გი წავედით თევზის ბაზარში ..თერთმეთზე მეთეევზეებთან შეხვდედრა გვქონდა, ლანგუსტები უნდა მოეტანათ… ბოლო დროს, რას სამხედრომ შეზღუდა თევზაობა ნაკლები თევზია ბაზარში…
ვისთანაც შეხვედრა გვქონდა ჯერ არ იყო მოსული… მაგრამ ბაზარი სავსე იყო ხალხით.. უფრო მეტი მყიდველი იყო ვიდრე ცალი თევზი.. ყველა თევზი რაც კი გაიყიდა, აუქციონით იყიდებოდა…დიდი თევზი ცალობით, პატარები თვალით აწონილი რაოდენობით.. მეთევზე შუა ბაზარში, პირდაპირ მიწაზე დაყრიდა თევზს და თავისთვის მისაღებ ფასს ყვიროდა…ისე სწრაფად ყვიროდა ფასს რომ ხალხს გაგებაც უჭირდა რას ამბობდა.. ვისაც აინტერესებდა მივიდოდა მეთევზესთან და ფასს შეეკიტხებოდა…ბოლოს თევზი იმას მიჰქონდა ვინც უფრო მეტს იხდიდა.. ესე ყველაფერზე..აბსოლუტურად ყველაფერი რაც კი ბადეში ემბეოდა იყიდებოდა და ყიდულობდნენ…
უცებ ბაზრის ხმაური შეწყდა და ხალხი გარეთ გაცვივდა.. თევზიანი ხელები აერში რაღაცას უმიზნებდა.. ღრუბლიან ცაში, ძალიან მაღლა ვიწრო შავი ხაზი მოჩანდა.. ნელ-ნელა ხაზი გაფართოვდა და ფორმა მიიღო..ცოტა ხანში ძლიერი ხმაური მოყვა..ამასობაში რადიოზე შეტყობინება მოვიდა ‘აერში ყვავებია’ ...
ჰაერში ორი Kfir იყო. წრე დაარტყეს და ვანნისკენ (ვეფხვების კონტროლირებადი ტერიტორია) გაფრინდნენ… ესე, ოთხი წრე შემოუარეს ჯაფნას და ოთხივე მანეურზე ბომბების აფეთქების ხმა მოყვა…
ცოტა ხნით ბაზარი აირია.. საუბარით და ხელების ქნევით მიხვდებოდი რომ ყველა თვითფრინავზე ლაპარაკობდა…ამასობაში ჩვენი კაციც მოვიდა.. ბევრი არ გვივაჭრია ისე ლანგუსტები გამოვართვით და სახლში წამოვედით…უკვე ორი სრულდებოდა..სიცხე პიკს აღწევდა…კონდიციონირებულ ოთახებში გავნაწილდით მე და გი და შევთანხმდით ოთხზე გურუნაგარში (წინა შაბათს ვიპოვეთ ერთი ვიწრო ქუჩებიანი უბანი სადაც ცხოვრება პირდაპირ ქუჩაში ხდებოდა) გასვლაზე…
ოთხზე გი გავაღვიძე.. ხუთის ნახევარზე გავედით სახლიდან.. მანქანა იმ უბნის შესასვლელთან გავაჩერე და ფეხით შევედით.. ყველა ქუჩაში იყო..ზოგი რეცხავდა... ზოგი ბავშვს აბანავენდა...ქალები ახალ დაბანილ თმებს ივარცხნიდნენ… ზოგი უსაქმურად იჯდა და ყველა გამვლელს თვალს აყოლებდა..მოხუცები ბეტელის თხილის ღეჭვნით იყვნენ დაკავებული.. მამაკაცები გასამშრალად გამოტანილ თევზის ბადეებს ახვევდნენ...ყველას თავისი გასართობი თუ გასაჭირი ქონდა…ეს ყველაფერი ბოლივუდის ფილმებიდან ხმამაღალი მუსიკის თანხლებით ხდებოდა…
მელოდია ყოველ ოც ნაბიჯში ერთი მეორეში გადადიოდა, თითქოს მეზობლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ უფრო ხმამაღლა დაუკრავდა... უფრო მოკლე ინტერვალით იცვლებოდა ქუჩის სუნიც.. თევზის ბადეების და გასამშრალად გამოტანილ თევზის სუნი ფრანჯიპანის ყვავილის სუნში იყო შერეული…ზოგ ადგილებში ეს სუნი უფრო მძაფრი კანალიზაციისა, და თხის და ბავშვების ესკრეტას სუნით იყო ოპრესირებული …იხვებს ,წყალში ჭყლაპუნით თავისი წვრილი შეჰქონდათ სუნის ინტენსიურობაში ...მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც საინტერესო იყო და ჩვენც გავაგრძელეთ ჩვენი ‘დისკავერი’ ექსპედიცია…
გაგრძელება იქნება

2 comments:

Anonymous said...

saintereso cxovreba gakvs minda gitxra... magram sashishi ar ari?

Anonymous said...

magrad mainteresebs magati skovreba..