Monday 30 July 2007

ბავშვები წინა ხაზზე...

ვეფხვებისადმი სიმპატია შრი ლანკაში ჩამოსვლისთანავე გამიჩნდა მაგრამ ეს ბოლო დრო, დღითი დღე ვრწმუნდები რომ ვეფხვებიც ისეთივე დაუნდობლები არიან როგორც შრი ლანკის მთავრობა.
იმის ჩამოთვლას არ მივყვები ვინ უფრო მეტად არღვევს იმ ადამიანის უფლებებს ვის დამცველად თვითონ მიაქვთ თავი მაგრამ ერთ, პატარა ამბავს მოგიყვებით…
უკვე ერთ კვირაა რაც ვეფხვების კონტროლირებად ტერიტორიაზე (ვანნის ეძახიან) ვარ. ეს მერამდენე ჩამოსვლაა მაგრამ ვეფხვებთან, გარდა ამათი პოლიტიკური ფრთის წარმომადენლებისა, შეხება არ მქონია. ქუჩაში ხშირად ნახავ მაგრამ ერიდებიან დალაპარაკებას და სურათსაც ვერ გადაუღებ.

გუშინ კილინოჩჩის (ვეფხვების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ადმინისტრაციული ცენტრი) ცენტრში გავედი სიტუაცია რო მენახა, რა იყიდებოდა და რა არა და ფასები რო გამეგო. ბევრი მაღაზია დაკეტილი აღმოჩნდა საქონლის უქონლობის გამო.

შრი ლანკის მთავრობას ეგრედწოდებული ‘ემბარგო’ აქვს დაწესებული და მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობით აგზავნის საკვებს და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს. საწვავის, სამშენებლო მასალების და სასუქის შემოტანა სასტიკად აკრძალურია... მოკლედ. დავუბრუნდები ჩემს თემას. რამოდიმე მაღაზიაში შევიარე და მოკლე დროში უკან სახლში დავბრუნდი…

სახლში რო მივდიოდი გზაში დავინახე მაღაზია რომელიც კოკა-კოლას (იშვიათია) ყიდიდა.. გავაჩერე…კარები მიხურული ქონდა მაგრამ გამყიდველი შიგნით იყო.. იქვე მდგომ ბიჭუნას შევეკითხე მაღაზია გაღებული იყო თუ არა...იმან, მორცხვად, რაღაცა თამილურად მიპასუხა და შებრუნდა...მიხვდი რომ ინგლისური არ ესმოდა და ისიც მიხვდა რომ ვერც მე გავიგე მაგის ნათქვამი... უცებ ამ ბიჭის ხაკისფერ ქამარს მოვკარი თვალი... ჩემს წინ ვეფხვების ახალგაზრდა კადრი იდგა... ღია ნაცრის ფერის ფართო უჯრედებიანი პერანგი და შავი ფერის ‘მუშის’ სტილის შარვალი ეცვა... ეგეთი ტანისამოცი ვეფხვების ‘ჯარისქალებს’ აცვიათ არა საველე პირობებში... ამან კიდევ უფრო დამაინტერესა და კიდევ რაღაცა შევეკითხე.. უკვე ხელებიც მოვიშველიე...გაიღიმა და ისევ რაღაცა მიპასუხა…

ამ დროს გამყიდველიც მოვიდა სასკოლო რვეულების შეკვრით. გამყიდველმა რვეულებთან ერთად ფული დაუბრუნა... გოგონამ ფული დაითვალა, თვალდახუჭული რაღაც იანგარიშა, გამყიდველს რაღაცა უთხრა და 20 რუპია (1ლარი-65 რუპიაა) გადააწოდა... გამყიდველმა ორი ცალი კანფეტი მისცა…

გოგონამ, სანამ თავის მოტოციკლეტით დაიძრებოდა, მოკრძალებული ღიმილით სახეზე ორივე კანფეტი გახსნა და ზედიზედ შეჭამა… თვალებით გამოხატული სიამოვნებით და მოქცევით მიხვდებოდი რომ ამ 15-16 წლის გამომყურე გოგონაში უფრო ახალგაზრდა სული იყო…

მიუხედავად გაეროს და სხვა საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციების პროტესტისა ვეფხვები აკრძელებენ არასრულწლოვანი ბავშვების გაწვევას... ყველა ოჯახიდან, გაურკვევლად სქესისა, ერთ წევრს იწვევენ...

1 comment:

Anonymous said...

au, ra tvalebi akvt am bavshvebs...