Thursday 17 May 2007

ქორწილი 9:28 საათზე...

ამ დილით დაახლოებით ასეთი შემადგენლობის საქორწილო მოსაწვევი დამხვდა სამსახურში:

''ბატონი და ქალბატონი ტიაგარაჯაჰ და ბატონი და ქალბატონი სრისკანდარაჯაჰ გულთბილათ გეპატიჟებით ჩვენი შვილების სუბრამანიამისა და შარმილას ქორწილში რომელიც გაიმართება 19 მაისს, დილის 9:28 (!) საათიდან 11:10 საათამდე, დეჰიველა ნედუმალ სრი ვიშნუ მუურტი დევასტანამის საქორწილო დარბაზში და შემდგომ გელით საქორწილო სადილზე''


ქორწილის დასაწყისი, 9:28 საათზე თურმე ასტროლოგთა გამოთვლით არი ყველაზე ხელსაყრელი დრო ამ წყვილისთვის…ეს დრო რომ დაადგინონ ასტროლოგმა უნდა იცოდეს მეფე-დედოფლის დაბადების ზუსტი დღე, საათი და წუთი...
ეს არაფერი.. ის თქვით თუ ესე აქვთ გამოთვლილი პირველი ღამის დროც და შეიძლება ბავშვის ჩასახვის ხელსაყრელი პერიოდიც... :)))

ეს სპილოსთავიანი ღვთაება განეშა კი მოსაწვევის გარე ყდაზე იყო დახატული…განეშა არი ერთ ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი ღვთაება ინდუიზმში. განეშას თაყვანისცემენ როგორც ყველაფრის დასაწყისის ღმერთს ...

1 comment:

რამაზ გიგაური said...

მშვენიერია. გაუმარჯოს ასტროლოგებს (განსაკუთრებით ინდუსებს).