Sunday 20 May 2007

ინდუსთა ქორწილი...

ვიფიქრე შაბათს მაინც გამოვიძინებ მეთქი მაგრამ დილის რვის ნახევარზე ტელეფონმა დარეკა.. ‘’ცხრის ნახევარზე გამოგივლით და მზად იყავი… ცხრაზე იქ უნდა ვიყოთო! ’’ იმ წუთას, ის ასტროლოგი რომ მომცა არ ვიცი როგორ გადამირჩებოდა..

ცხრას 15 აკლდა ინდუსების კოვილში (ტაძარი) რო მივედით…კოვილთან სამ სართულიან საქორწილო დარბაზში მიგვიპატიჟეს. შესასვლელთან ორი ახალგაზრდა ქალი დაგვხდა. ერთმა, ვერცხლის ლანგარზე ტკბილეულები მოგვართვა... მეორემ კი სარიტუალო საცხებელები (სანდლის ხისგან დამზადებული ფხვნილი, გამომწვარი ძროხის ნაკელის ფერფლი და სინდურის წითელი ფხვნილი) მოგვაწოდა რომელსაც ყველა სტუმარი იცხობდა შუბლზე…’’ჯერ ეს (ნაკელის ფერფლზე) უნდა წაისვა შუბლის გასწვრივ.. მერე მარჯვენა ხელის შუა თითით წარბებს შორის მამაკაცმა ამ ფხვნილის ნიშანი უნდა დაისვას , ქალმა ამისო'' -მითხრა ქალმა.. დავისვი სანდლის ნიშანი და შევედი დარბაზში…

ყველა ქალი ოქროს ფერებში მორთულ ფერად ფერად სარებში იყო ჩაცმული.. მამაკაცები თეთრ ქვედაბოლოში და პერანგში იყვენ…გარეთ მაგრად ცხელოდა და დარბაზშიც სიცხე სწრაფად იწევდა…ყველა ელოდა ქორწილის დაწყებას…მაგრამ ჯერ 9 საათიც არ იყო…

ზუსტად 9:07, წინასწარ გამოთვლილ დროს ‘თოლანი’, ანუ ბიჭის მეჯვარე/დედოფლის ძმა რამოდენიმე წყვილთან ერთად წავიდნენ მეფეს სახლში.. იქ პატარა ცერემონიით მეფეს თურმე თავზე ტურბანი დაახურეს და საქორწილო დარბაზისკენ მოიპატიჟეს..

ქორწილი ზუსტად 9:28 საათზე დაიწყო , როდესაც სუბრამ შემოაბიჯა ფეხი საქორწილო დარბაზში (დარბაზი ითვლება ქალის სახლად).. შემოსასვლელთან დედოფლის მოსამსახურე (ამ შემთხვევაში სუბრას და) დახვდა ხელში დაკეცილი საქორწილო სარით (კაბა) და ზედ ოქროს ყელსაბამით.. შარმილას მშობლები კი ყვავილებით შეეგებენ და ზაფრანის ფერის ყვავილების გირლანდები დაჰკიდეს სიძეს…

მერე თოლანი მოვიდა ვერცხლის ტაშტით და სუბრას ფეხები დაუბანა ნიშნად იმისა რომ ის არი ყველაზე საპატივცემლო სტუმარი... სუბრამ მადლობის ნიშნად მეჯვარეს ბეჭედი აჩუქა

ცოტა ხანში ორი ახალგაზრდა ქალი მოვიდა ხელში ცეცხლით და ეშმაკის განდევნის ცეკვა შეასრულეს... ეს ყველაფერი შემოსასვლელთან ხდებოდა..

ამ ყველაფრის მერე დოლის და საყვირის მუსიკის თანხლებით სუბრა მეჯვარემ და გოგოს მშობლებმა ყვავილებით მორთულ სეპამდე/ტახტამდე მიაცილეს… სუბრა ტახტზე ჩამოჯდა.. მეჯვარეც გვერდზე მიუჯდა… 15 წუთი ესე ველოდებოდი სანამ დედოფალი გამოჩნდა..
გამოთვლილ დროს (წამებსაც აკვირდებოდნენ მგონი) მღვდელმა წმინდა წყალი იქეთ აქეთ
შეშხეფა საცერემონიო ადგილას რათა განეცმინდა ადგილი და განეშას წინაშე ლოცვა დაიცყო...დაამთავრა ლოცვა თუ არა მღვდელმა ბალახისგან დამზადებული ორი ერთმანეთს გადაბმული ბეჭედი გაუკეთა სუბრას თითებზე და ზაფრანის სარტყელი წელზე შემოკრა.. მერე სამი გათხოვილი ქალი მოიპატიჟა და 9 ცალი ბრინჯის დათესვის ცერემონია (9 ცალი ბრინჯი = 9 პლანეტა ) შეასრულებინა რათა უზრუნველყონ ამ წყვილის ნაყოფიერება…
ამის მერე შარმილა ყვავილებიანი გოგოების თანხლებით მიიწვიეს სარიტუალო ადგილას ...იგივე ბალახის ბეჭედი… იგივე სარტყელი…და შემდგომ მეფეს მარჯვნივ დასვეს.
ცერემონიის ამ ნაწილის დამთავრების მერე წმინდა ცეცხლი დაანთეს ‘’ აგნი-ს’’ -ცეცხლის ღვთაების მოსაპატიჟებლად რათა მოწმე იყოს ამ ქორწილისა...
ამაზე გავჩერდები... გაგრძელება იქნება...

No comments: