Monday 7 May 2007

მოხიტო თუ ჩეფირი?

ალბათ უსამართლო იქნება შრი ლანკაში, ჩაის ქვეყანაში მოხიტოზე ლაპარაკი და ჩეფირის დავიწყება... ჩეფირს ბევრი ფსიქონავტი უკეთ ხასიათზე მოყავს ვიდრე სხვა ნებისმიერ დასალევს თუ მისაყოლებელს. ნამდვილად არ ვიცი ვინ აღმოაჩინა ჩეფირის რეცეპტი მაგრამ ჩაი როგორც მითი დადის აღმოუჩენია ჩინელ იმპერატორს. ერთ მშვენიერ დღეს ხის ქვეშ მჯდომარე იმპერატორი ცხელ წყალს მიირთმევდა...ამოვარდა ქარი და რამოდენიმე ფოთოლო ჩაუგდო ფინჯანში. ცოტა ხანში წყალი გამუქდა და სურნელოვანი გახდა... გასინჯა იმპერატორმა წყალი (მაშინ ჯერ კიდევ წყალი) და მაგრად გაუსწორდა გემოც და ეფექტიც...ასე გაჩნდა ჩაი!!!
თუმცა... ჩაის სრული ეფექტი მხოლოდ საბჭოთა ხალხმა აღმოაჩინა...და არა ინდურ და ჩინურ ჩაიში არამედ ქართულში...ზუსტად ქართულ ჩაი გახდა ჩეფირის მოყვარულთა ფავორიტი... ქართულ ჩაის დიდი დოზით გააჩნია ის წყალში ხსნადი ალკალოიდები (ტეობრომინი და ტეოფილინი) რომლების ასე საჭიროა კარგი ჩეფირისთვის..ასევე მაღალი რაოდენობით აქვს გლუტამინის მჯავა რომელიც ხელს უწყობს გაღატაკებული ნერვული სისტემის აღდგენას...
აი რეცეპტიც!!! მეგობარმა (ყოფილმა ფსიქონავტმა) გამანდო... ნუ გასინჯავთ..შეინახეთ როგორც კულინარიის და ფსიქონავტიკის რეცეპტების შედევრი..

გვჭირდება: 100 გრამი შავი ქართული ჩაი და 250 მლ წყალი..
აადუღეთ წყალი. ჩაყარეთ ჩაი (ყველა). დაელოდეთ სანამ დაჯდება. მერე კიდევ ერთხელ გააცხელეთ.. უნდა მიიღოთ სქელი სითხე.. ჩეფირი მზადაა.. იმათ კი ვისაც მაინც და მაინც მოუნდებათ გასინჯვა, თავიდან მხოლოდ 20 მლ მიიღეთ. გაფრთხილებთ: გული აგიჩქარდებათ და ცუდი ოტხოდნიაკი გექნებათ...
ხო.. შრი ლანკის (ცეილონის) ჩაიზე მოგვიანებით მოგიყვებით...

No comments: