Monday 7 May 2007

კარუნას ჯგუფში განხეთქილებაა..

მთავრობის მომხრე კარუნას მებრძოლთა ჯგუფში განხეთქილება მოხდა. როგორც ამბობენ, კარუნამ და თავისმა მოადგილემ პილაიანმა ფული ვერ გაიყვეს.. პილაიანი, 150 მებრძოლთან ერთად გაქცეულია ბატიკალოადან ტრინკომალეში.. თავის დროზე (2003) კარუნას იგივე ხასიათის კონფლიქტი მოუვიდა პრაბაკარანთან და ძლივს დააღწია დიდ ვეფხვის რისხვას თავი .. კარუნამ ქვეყნის აღმოსავლეთში შექმნა ახალი, ნაკლებად რადიკალური დაჯგუფება- თამილეელა ხალხთა განთავისუფლების ვეფხვები, რომელსაც მერე კარუნას დაჯგუფება დაერქვა... იმის მერე, კარუნა პრაბაკარანის სამიზნედ გახდა და დიდ ხანს იმალებოდა..

მხოლოდ მაჰინდას პრეზიდენტად არჩევის მერე კარუნა ღიად მთავრობის მხარეს გადავიდა... ბოლო ხანებში კი გაძლიერდა ქვეყნის აღმოსავლეთში...მთავრობას ეს ბევრად არ მოსწონდა და აი შედეგი.. როგორც იტყვიან... დაყავი და იბატონე!

PS. პილაიანის ჯგუფი მარტო ვერ გაძლებს...ისევ ნამდვილ ვეფხვებად გახდებიან? ვინ იცის? ამ ამბავს საინტერესო განვითარება მოელის …

No comments: