ამ დილით ფარშავანგების ყივილმა გამაღვიძა... დილით ადრე ისე ყივიან, დაგაყრუებენ... ბალიში თავზე დავიდევი და გავაგრძელე ძილი... არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა მაგრამ მგონი ძალიან მალე კატუშის სროლამ გამაღვიძა... სამი ორმოციანი მანქანა დაცალეს სადგაც ოც წუთში და მერე თითო თითო ჭურვის სროლით გააგრძელეს მომდევნო ერთი საათი... წინა დღეებშიც ისროდნენ მაგრამ მაშინ მხოლოდ გამავალი ჭურვის ხმა ისმოდა, ამ დილით კი გასროლის და აფეთქების, რას იმას ნიშნავს რომ ბრძოლები ახლოს იყო ....სადღაც შორს ავტომატების ხმაც გაისმოდა... მაგრამ რადგან უკვე მივეჩვიე ასეთ ხმაურს ძილი გავაგრძელე... შვიდზე, sms მოვიდა ჩვენი უშიშროების სამსახურიდან...15-მა ზღვის ვეფხვების (ესეთებიც ყავს თამილთა ვეფხვებს ) ნავმა ''დელფტის'' კუნძულს შეუტია და ბრძოლები მიდისო... ჯაფნაში კომენდანტის საათი გამოცხადდა 18-5 საათამდეო...ამასობაში მეორე sms მოვიდა.. კოლომბოში ძლიერი აფეთქება მოხვდა და თავი მოარიდეთ ქალაქის ამა და ამ უბნებსო...
როგორც ხედავთ შრი ლანკა ნელ ნელა სისხლში იძირება...
1 comment:
moncler outlet
yeezy boost 350 v2
nike sneakers for men
jordan shoes
louboutin outlet
nike air max
nike air max
yeezy boost 350
off white jordan 1
curry 6
Post a Comment