Monday 21 May 2007

პირველი დღე ჯაფნაში...

გუშინ ჩამოვფრინდი ჯაფნაში (რუკაზე: ნახევარკუნძული ყვითელ ფერებში, წითელს ზედა ნაწილი) მთავრობის კონტროლირებად თამილთა დასახლებულ ჩრდილოეთში*…სამხედრო ბაზიდან წამოვედი და სამხედრო აეროპორტში ჩამოვფრინდი.. ორივე აეროპორტში სათანადოდ გაგვჩხრიკეს.. სურათის გადაღება მთხოვეს..და რაც საეჭვოდ მიაჩნდათ ყველაფერი ჩამომართვეს…დაწყებული დასალევით…არა და ჟაფნაში დასალევი და საჭმელი არ იშოვება.. მთავრობა ერთგვარ ბლოკადას უწყობს აქაურ თამილებს რათა თამილთა ვეფხვების მხარდაჭერა შეწყვიტონ..

ჩამოვფრინდი ჟაფნაში თუ არა სასწრაფოთ გაზეთებით შეფუთულ ფანჯრებიან ავტობუსში ჩაგვსვეს ყველა ერთად და ბაზის გარეთ გაგვიყვანეს რათა არ დაგვენახა შიგ ბაზაში რა ხდებოდა...ბაზიდან გახვალ თუ არა ჯრუანტელი გაგივლის ტანში.. აბსოლუტურად ყველაფერი განადგურებულია…

მოსახლეობა ვინც ახლოს ცხოვრობდა ან მოკლული ან გახიზნულია და მათ სახლებში ან ბალახია ამოსული ან სამხედროები ბანაკობენ...

ბაზიდან ქალაქამდე 40 წუთის სავალია მაგრამ სამხედროების გადაადგილებას შევესწარით და ორი საათით ადგილზე გაჩერება მოგვიწია... ყველა კუთხეში სამხედროებია და ნებისმიერ უშნოდ შემჩნეულ საგანს ესვრიან... წუხელ კიდევ, მთელი ღამე ეგრედწოდებული ჰოვიტცერები და ჩეხური წარმოების 122 მმ ‘’RM 70’’ ისროდნენ ჟაფნადან სამხრეთით , ვეფხვების კონტროლირებად ტერიტორიაზე…
სამთავრობო ჯარებს მაგრად ეშინიათ სამხრეთიდან შემოტევის და ხშირად არტილერიის ფეირვერკებით აშინებენ ვეფხვებს…

სამი კვირა დავრჩები აქ… იმედია ‘’სიმშვიდე’’ იქნება და ვეფხვები არ შემოგვიტევენ…
*რაც წითლად არი ყველაფერი ვეფხვებს აქვთ დაკავებული.. ყვითელი ფერებში გამოსახული ადგილები სახიფათო ზონაა/დროის ბომბი რომელსაც მთავრობა აკონტროლებს.. ნარინჯის ფერი მთავრობამ ეხლახან გაწმინდა ვეფხვებისგან მაგრამ ჯერ კიდევ ანკლავები არი დარჩენილი…

1 comment:

tisha said...

visit homepage gucci replica handbags here are the findings dolabuy.ru look at here imp source